გუშინ წლის ბოლო უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა გაიმართა

წლის ბოლო უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით გაიმართა

857301
გუშინ წლის ბოლო უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა გაიმართა

წლის ბოლო უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით გაიმართა.

3,5 საათიანი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, სირიის აფრინის რეგიონში ოპერაციის ჩატარების მინიშნება გაკეთდა.

„თურქეთის შეიარაღებული ძალები, იდლიბის დეესკალაციის ზონაში, სადამკვირვებლო მისიას წარმატებით აგრძელებს, ამ მოვალეობის დასავლეთ ალეპოსა და აფრინის მახლობლად შესრულებით, შესაძლებელი იქნება სიმშვიდისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.“-აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ასევე ნათქვამია: „ტერორგანიზაცია PKK/PYD-YPG-ს, სირიის უძველესი დემოგრაფიული სტრუქტურის, ფარული ეთნიკური წმენდით მოშლის და ტერიტორიის მიტაცების მცდელობები საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, თურქეთი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებით სასაზღვრო ზონაში საჭირო ყველა სახის ზომის გატარებას გააგრძელებს.“

განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ ნორვეგიაში ჩატარებული Trident Javelin 2017-ს სახელწოდების ნატოს სამხედრო წვრთნებზე ჩვენი რესპუბლიკის დამაარსებლის, გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქისა და თურქი ერისა და სახელმწიფოს წარმომადგენლის, პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მიმართ მტრული მიდგომა და გამოთქმები ყოვლად მიუღებელია.“

განცხადების მიხედვით, უსაფრთხოების საბჭოს შეკრებაზე განხილული იქნა არაკანელი მუსლიმებისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის და სამშობლოში დაბრუნებისათვის საერთაშორისო საზოგადოებისათვის მოწოდების განმეორების საკითხი. „ამ საკითხზე ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებს ახლოდან ვაკვირდებით, ჩვენი ქვეყანა, კაცობრიობისათვის გამოცდის მნიშვნელობის მქონე ამ ვითარების აღმოსაფხვრელად ყველაფერს გააკეთებს რაც ევალება.“



მსგავსი ინფორმაციები