65 წლის შემდეგ საბერძნეთს პირველად ეწვევა თურქი პრეზიდენტი

65 წლის შემდეგ საბერძნეთს პირველად ეწვევა თურქი პრეზიდენტი

853459
65 წლის შემდეგ საბერძნეთს პირველად ეწვევა თურქი პრეზიდენტი

ვიცეპრემიერ, ჰაქან ჩავუშოღლუს განცხადებით,  რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც 65 წლის შემდეგ   საბერძნეთს ეწვევა. მისივე თქმით ერდოღანის ვიზიტი საბერძნეთში უახლოეს დღეებში განხორციელდება. ჩავუშოღლუმ, ერდოღანის საბერძნეთში ვიზიტთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა: „სამი მთავარი საკითხი გახლავთ. ამათგან პირველი, იზმირიდან, სალონიკში სამგზავრო და სატვირთო გემების მოგზაურობის დაწყება, მეორე სტამბოლიდან სალონიკამდე სწრაფი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა, ხოლო  მესამე ,  კიპისა და სიპალას საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხიდის აშენება.“  მისივე თქმით ერდოღანის ეს ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობას უკეთეს დონეზე აიყვანს. ვიცეპრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ამა თვის დასაწყისში ქალაქი, კომოტინი მოინახულა სადაც თვითონაა დაბადებული და ათენშიც სხვადასხვა შეხვედრები გამართა. „საბერძნეთი და თურქეთი მეზობელი ქვეყნები გახლავთ, ამიტომ როგორც მეზობლებს შეეფერება, სამართლებრივი კანონმდებლობის ფარგლებში ორივე ქვეყნის ხალხის ცხოვრების სტანდარტების ასამაღლებლად შესაბამისი თანამშრომლობა აუცილებელია,“ განაცხადა ჰაქან ჩავუშოღლუმ. მან ბოლოს ასევე დასძინა, რომ მომდევნო წლის თებერვლის თვეში, სალონიკში თურქეთ-საბერძნეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის შეხვედრაც გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები