ერდოღანმა აშშ-თან შექმნილი ვიზის კრიზისი შეაფასა

ოფიციალური ვიზიტით სერბეთში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა კოლეგა ალექსანდრ ვუშიჩთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

824280
ერდოღანმა აშშ-თან შექმნილი ვიზის კრიზისი შეაფასა

ოფიციალური ვიზიტით სერბეთში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა კოლეგა ალექსანდრ ვუშიჩთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ერდოღანმა პრესკონფერენციაზე აშშ-თან შექმნილი ვიზის კრიზისი შეაფასა. მისი თქმით, უცნაურია, რომ ამერიკელი უფლებამოსილები საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუდ ჩავუშოღლუს ვიზის გამო წარმოქმნილ დაძაბულობამდე არ დაუკავშირდნენ.

„ანკარაში მყოფი ელჩის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების (ვიზის გაცემის შეჩერება) მიღება, შემდეგ კი ,მე ეს ჩემი სახელმწიფოს სახელით გავაკეთე“ თქმა, დამაფიქრებელია. გადაწყვეტილება ელჩს რომ თავად მიეღო, მაშინ ის იქ არ უნდა გაეჩერებინათ. საჭირო იყო ეთქვათ მისთვის „როგორ აფუჭებ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს, შენ ასეთი უფლებამოსილება ვინა მოგცა?„ თუ მის უკან ამერიკის ხელისუფლება დგას ჩვენ მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს. სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღია, ამ პიროვნებას (აშშ-ს სტამბოლის გენერალური საკონსულოს თანამშრომელი) აკავებენ, ასამართლებენ და აპატიმრებენ. შემდეგ შიგნით (საკონსულოში) კიდევ ერთი პიროვნების ფეტულაჰის ტერორისტულ ორგანიზაციასთან FETÖ-სთან კავშირი მჟღავნდება. ეს ისედაც აჩვენებს, რომ იქ პრობლემა არსებობს. ეს აგენტები როგორ მოხვდნენ ამერიკის საკონსულოში? ან ისინი იქ ვინ შეიყვანა?... ეს რომ ჩემმა ელჩმა გააკეთოს მას იქ ერთ საათსაც არ გავაჩერებ... ეს ელჩი (ამერიკის ელჩი ანკარაში ჯონ ბასი) ამჟამად გამოსამშვიდობებელ შეხვედრებს აწყობს. მეც და ჩემი მინისტრებიც ამ შეხვედრებს არ ვიღებთ, რადგანაც ამ პიროვნებას არ ვუყურებთ როგორც ამერიკის წარმომადგენეს.“- აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.   

 


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ , #ვიზა , #კრიზისი

მსგავსი ინფორმაციები