ლონდონს მიემგზავრება მინისტრი ომარ ჩელიკი

ევროკავშირში ინტეგრაციის მინისტრი და  მთავარი მიმომხილველი ომარ ჩელიკი, ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება ლონდონში

804902
ლონდონს მიემგზავრება მინისტრი ომარ ჩელიკი

ევროკავშირში ინტეგრაციის მინისტრი და  მთავარი მიმომხილველი ომარ ჩელიკი, ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება ინგლისის დედაქალაქ ლონდონში.

   ლონდონის ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრს ბორის ჯონსონს და  ევროპა-ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს სირ ალან დუნკანს.

ომარ ჩელიკი, ევროპის მომავლის თემაზე, კონფერენციას ჩაატარებს სამეფოს ჩატჰამ ჰოუსის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში. შემდეგ სადილს შეუერთდება  ისლამოფობიის საკითხებში მუშაობის წარმმართავ ცნობილ პირებთან და ბრიტანული მედიისთვის მისცემს ინტერვიუს.

ლონდონის შეხვედრებზე, შეაფასებს თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს, თურქეთ-ბრიტანეთის ურთიერთობებს, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის პროცესს, ტერორიზმთან ბრძოლას და ფართო კონტექსტში თანამშრომლობის შესაძლებლობებს.



მსგავსი ინფორმაციები