იყო დედამიწაზე, მაგრამ არ იყო დედამიწელი

პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაიმ ქალინის სტატია

783982
იყო დედამიწაზე, მაგრამ არ იყო დედამიწელი

იყო დედამიწაზე, მაგრამ არ იყო დედამიწელი

ინტელექტუალური და მორალური გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ შემდეგია: იყო დედამიწაზე, მაგრამ არ იყო დედამიწელი. დედამიწაზე იცხოვრო ისე, რომ არც მისი მატერიალური არსებობა უარყო, არც მას ჩაბარდე, მაგრამ ამ სამყაროში სრულყოფილად იცხოვრო. შეძლო ამ სამყაროში საბოლოო მიზნის დავიწყების გარეშე სიცოცხლით ტკბობა.  

დასავლურ რელიგიურ და აღმოსავლეთმცოდნეთა წრეებში ისლამის მიმართ ერთ-ერთი კრიტიკა არის ისლამის ქრისტიანობასთან შედარებით, როგორც რელიგია, ზედმეტად ამქვეყნიურობა. ქრისტიანი პოლემიკოსები შუამავალ მუჰამედს იესო ქრისტესგან განსხვავებით ამქვეყნიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური კავშირებით ზედმეტად დაინტერესებულად მიიჩნევენ. უფრო მეტიც, აცხადებენ, რომ ისლამი არა რელიგია, არამედ იდეოლოგიაა. ეს იდეები მცდარ მცნებებსა და ცრუ შეხედულებებს ემყარება. მგრძნობიარე ბალანსი, რომელიც დაჭერილი უნდა იქნას, არის, სამყაროს მსახურების გარეშე სამყაროში აზრიანად სიცოცხლის გაგრძელება.

წუთისოფელი საბურველია და გართობის ადგილია. არც ერთმა ადამიანმა მასში თავი არ უნდა დაკარგოს. ადამიანის გონება და პატივი ამ ქვეყნის დროებითოებაზე მაღლა დგას. მაგრამ ღვთის ხელოვნების ნიმუში, დედამიწა, ერთის მხრივ თვალწინ ჰფენს მის სიდიადეს და წყალობას. დედამიწა საკუთარ ფიზიკურ/მატერიალურ თვისებებზე უფრო ფართო და მნიშვნელოვანი რამის მაჩვენებელია. დედამიწა შესაძლოა ტკივილის, გაჭირვების, ძალადობის წყარო იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ სიბრძნის, სიყვარულის, მეგობრობის, სათნოებისა და შემწყნარებლობის წყაროა. ეს კი კრიტიკულ კითხვას ბადებს, რომელიც ჩვენს თავს მუდმივად უნდა შევეკითხოთ: ამ ქვეყანაზე წუთისოფლისადმი დანებების გარეშე სერიოზულად და გააზრებულად როგორ უნდა ვიცხოვროთ?

ეს მხოლოდ კონცეპტუალური შეკითხვა არ არის. ეს ფორმას აძლევს ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროსთან ურთიერთობას. ის ქვეყნის აშენების ან განადგურების გზებს ქმნის. ეს არის კითხვა, რომელიც გვევლინება ყველა ცივილიზაციის გულში - ისეთი კითხვას, რომლის პასუხიც თანამედროვე სამყარომ არ იცის.

კლასიკურ მუსლიმ მოაზროვნეებსა და მეცნიერებს მსოფლიოს ფიზიკური რეალობა სერიოზულად გამოუკვლევიათ, თუმცა არასოდეს განუხილავთ იგი როგორც თავისთავად შექმნილი, საკუთარი თავის შემქმნელის გაგებით. მათ სამყაროს ფიზიკური არსებობის დეტალური ანალიზი წარმოადგინეს. თუმცა „დედამიწა“ რომელზეც ისევ და ისევ დაჟინებით მუშაობენ,  საკუთარი არსებობის მოტივის მაჩვენებელი ჭეშმარიტება არ იყო. ფიზიკური სამყარო ყურანის მიერ „ამ სამყაროს სიცოცხლე“ ან „ამქვეყნიური ცხოვრებად“ შეფასებული უფრო ფართო ჭრილში განუხილავთ. ეს მგრძნობიარე განსაზღვრება უფრო სწორი ფორმით შესაძლოა გამოიხატოს როგორც „დედამიწის ცხოვრება“.

„დედამიწის ცხოვრება“-ში ნაგულისხმევი ღირებულებებ დატვირთული კარგი და ცუდი პრინციპები, მატერიალური არსებების სიცოცხლე შესხმული ფიზიკური და მათემატიკური პრინციპების მიხედვით უფრო მეტ მნიშვენლობა შეძენილ არსებობის არეალი, ურთიერთობების კონტექსტია. დედამიწა არ არის „ადგილი“, სადაც მხოლოდ მარტოდ მარტო „ობიექტი“ ან ადამიანები უნდა დარჩნენ. უპირველს ყოვლის მორალური სივრცეა, კაცობრიობის მდგომარეობის მაფორმირებელი რწმენებისა და პოზიციების კონტექსტია. დედამიწის მიმართ ჩვენი პოზიცია, ამ ადგილის და მისთვის ჩვენი მიზნების კონტექსტის ერთმანეთთან ჰარმონია ურთიერთ მნიშვნელობის შეძენით შეიქმნება.

ამის გამო „ამქვეყნიურ ცხოვრებას“ წუთისოფლის მატერიალური არსებობის უარყოფის გარეშე, მორალურ და სულიერ გამოწვევად უნდა შევხედოთ. ადამიანმა დედამიწაზე სწორად და ბედნიერად უნდა იცხოვროს, თუმცა მეორეს მხრივ შუამავალი მუჰამედის ეს სიტყვებიც უნდა ახსოვდეს: ამ ქვეყანაზე უცხო იყავით და მასზე დამოკიდებული არასოდეს გახდეთ. გზაზე იარეთ და დატკბით სილამაზით, მაგრამ იცოდეთ, რომ დასასრული აქ არ არის.

ერთის მხრივ მსოფლიოზე არ დამოკიდებულება, მეორეს მხრივ მსოფლიოსათვის იმის მინიჭება რაც მას ეკუთვნის, ეს ორმხრივი დამოკიდებულება სინამდვილეში ისლამის ყველა სიტუაციაში საერთო გზის გამონახვა და ყოველგვარი რადიკალიზმისგან თავის შეკავების რეკომენდაციის გაგრძელებაა. ისლამმა ამის გამო ამ საძირკველზე კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ცივილიზაცია შექმნა. მუსლიმი მეცნიერები, ხელოვანები, მმართველები, გლეხები და სხვები დედამიწის ამ სამყაროსთან წესრიგთან და სილამაზესთან ჰარმონიულობაში არსებობის გზებს ეძებდნენ. მიღწეულ დიდ მატერიალურ და მეცნიერულ წარმატებებს მათი მატერიალიზმის და დედამიწისადმი თაყვანისცემა არ გამოუწვევია, მაგრამ დედამიწის რეალობა არ უარუყვიათ. ამქვეყნიურ ცხოვრებას დროებითად მიიჩნევდნენ, მაგრამ მისი გალამაზებისა და უფრო სამართლიანად ქცევისათვის მცდელობა გაუწევიათ. ყურანის მიხედვით, მთელი სამყარო კაცობრიობას „მოსავლელად აქვს ჩაბარებული“ და ეს ადამიანები ამისათვის ღირსეულნი და სანდო უნდა იყვნენ. მხოლოდ ამ ფორმით იქნება დედამიწა ყველა ადამიანისათვის უსაფრთხო და სანდო ადგილი.    

ინტელექტუალური და მორალური გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ შემდეგია: იყო დედამიწაზე, მაგრამ არ იყო დედამიწელი. დედამიწაზე იცხოვრო ისე, რომ არც მისი მატერიალური არსებობა უარყო, არც მას ჩაბარდე, მაგრამ ამ სამყაროში სრულყოფილად იცხოვრო. შეძლო ამ სამყაროში საბოლოო მიზნის დავიწყების გარეშე სიცოცხლით ტკბობა.  

ამის გამო ბრალდება, რომ ისლამი ამქვეყნიური რელიგიაა, სრულიად ყალბია. ისლამი, დედამიწაზე ჩვენი არსებობის საბოლოო მიზნის დავიწყების გარეშე დედამიწას აძლევს მას, რაც მას ეკუთვნის. ისლამი არ არის რელიგია, რომელიც დედამიწას უარყოფს. საიდუმლო შემდეგია: სამართლიანობის „ყველაფრის თავის ადგილზე დადება“ სრულად გააზრება და განხორციელებაა. მაშინ, როდესაც სამყაროსა და საკუთარი თავის წინაშე სამართლიანი ვიქნებით, ყველაფერი სრული უფლებთ იარსებებს.   

ამგვარად, ჩვენ დედამიწაზე ქვემოთ მდგომი თავისებურებების დაძლევის და უპირველეს ყოვლისა, დედამიწის შექმნისა და ჩვენთვის გადმობარების მიზნისათვის მორალური და სულიერი სრულყოფისათვის უნდა ვიცხოვროთ. ჭეშმარიტების, სიყვარულის და ბედნიერების მიღწევა, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც სამყაროზე დამოკიდებული არ გავხდებით და გვეცოდინება რატომ ვართ აქ.

პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაიმ ქალინი

DailySabah - 01.08.2017


საკვანძო სიტყვები: #იბრაიმ ქალინი

მსგავსი ინფორმაციები