ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა

ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა

766205
ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი G20 სამიტზე დასასწრებად, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ჩავიდა. სამიტი დღეს იწყება და ხვალ დამთავრდება. სამიტზე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები  ვაჭრობას, ეკონომიკას, გარემოსა და ბუნების დაცვას, მიგრაციას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვა საკითხებს განიხილავენ. მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე 19 ქვეყნის და ევროკავშირის მონაწილეობით გასამართ დიდი ოცეულის სამიტის უსაფრთხოებისათვის 20 ათასი პოლიციელია მობილიზებული. ერდოღანი სამიტის ფარგლებში  ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.   



მსგავსი ინფორმაციები