მალე ავიამზიდსაც ავაგებთ

მალე ავიამზიდსაც ავაგებთ

763539
მალე ავიამზიდსაც ავაგებთ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გააგრძელებენ. მან ამის შესახებ, დღეს სტამბოლის, თუზლას რაიონში „KINALIADA“ სახელწოდების კორვეტის (ზარბაზნებით აღჭურვილი სამხედრო გემი) ზღვაში ჩაშვების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ კერძო სექტორის და სამხედრო  გემთმშენებლობის მიერ მომზადებული კიდევ ახალი, 14 პროექტი უკვე მზად არის, რომლების შესახებაც ახლო მომავალში ხელშეკრულებას გააფორმებენ. მან სიტყვით გამოსვლისას ასევე დასძინა, რომ დარწმუნებულები არიან,   ღმერთის წყალობით ავიამზიდსაც ააგებენ და 2023 წლისთვის თავდაცვის სფეროში  უცხო ქვეყნებზე დამოკიდებულებას მთლიანად მოხსნიან.  



მსგავსი ინფორმაციები