ანკარა-ბერლინს შორის ინჯირლიქის დაძაბულობა გრძელდება

ანკარა-ბერლინს შორის ინჯირლიქის დაძაბულობა გრძელდება

742604
ანკარა-ბერლინს შორის ინჯირლიქის დაძაბულობა გრძელდება

გუშინ, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფი გაბონის საგარეო მინისტრი პაკომე მოუბელეტი ჩავუშოღლუმ მიიღო. მათ პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ჩავუშოღლუმ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის  ინჯირლიქის სამხედრო ბაზის შესახებ განცხადება შეაფასა. მერკელის თქმით ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებიან საკითხის მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ სამხედრო ბაზას დატოვებენ.  „გერმანია თურქეთის საწინააღმდეგოდ თუ რამე არის ყველაფერს უჭერს მხარს, მათ შორის ფეტოს ტერ ორგანიზაციას, პკკ-ს და სხვებს.  მათი მხრიდან იქ მცხოვრებ თურქებზე განხორციელებული ზეწოლა, რომელიც 16 აპრილის რეფერენდუმის დროს ყველაზე ნათლად აისახებოდა. ეს ყველა საკითხი  25 მაისს გამართულ ნატოს სამიტზე    ერდოღანმა მერკელთან გამართული შეხვედრის დროს დღის წესრიგში დააყენა. გერმანიას ჰგონია, რომ მე თურქეთის წინააღმდეგ რაც მინდა იმას გავაკეთებ და თურქეთსაც ყველაფერს გავაკეთებინებო, ასეთი დამოკიდებულებისგან თავი შორს უნდა შეიკავოს,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ.  მან ასევე დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოსაგვარებლად თავის გერმანელ კოლეგას ხშირად ესაუბრება რა, იგი ორშაბათს თურქეთში ჩამოვა. „ამ პირობებში ჩვენი მხრიდან გერმანელი პარლამენტარების ინჯირლიქის სამხედრო ბაზაზე შეშვება შეუძლებელია. სამომავლოდ დადებითი ნაბიჯები თუ გადაიდგმება შემდეგ სიტუაციას ხელმეორედ გადავხედავთ, მაგრამ ქალაქ ქონიაში, სადაც ნატოს სამხედრო ბაზაა, არავითარი პრობლემა არ არის. როცა უნდათ მაშინ მოინახულებენ. ინჯირლიქი კი თურქეთის კუთვნილია, რომლის ყველა ხარჯებს ჩვენ ვიღებთ. გერმანიის მხრიდან „ჩვენ სხვაგან წავალთ“ სახის განცხადებების გაკეთება არასწორია და თუ მართლა დაიჟინებენ, მაშინ  ჩვენც ვეტყვით წადითო.“  



მსგავსი ინფორმაციები