ერდოღანის ჰუმანიტარული სამიტის გზავნილი

2016 წლის 23-24 მაისის, სამიტი იყო გაეროს ისტორიაში რეკორდული აქტივობა, რომელიც წარმატებით ჩატარდა

737996
ერდოღანის ჰუმანიტარული სამიტის გზავნილი

პრეზიდენტმა ერდოღანმა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის პირველ წლისთავთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა. გაიხსენა რა სამიტის პირველი სხდომის 2016 წლის 23-24 მაისს, სტამბოლში ჩატარება, აღნიშნა, რომ ეს იყო გაეროს ისტორიაში რეკორდული აქტივობა, რომელიც წარმატებით ჩატარდა.  იგი გახლდათ, სტიქიური უბედურებების, კონფლიქტების, სიღატაკის წინააღმდეგ უფრო ეფექტური და სამუდამო გადაწყვეტის გზების შესაძლებლობების გამონახვისთვის გარდამტეხი მომენტი.

მიგრანტებთან დაკავშირებით კი, ერდოღანმა აღნიშნა, რომ  თურქეთი 6 წელია პატრონობს და შემწეობას უწევს სირიას და ერაყის კონფლიქტებს გაქცეულ ლტოლვილებს. სამიტზე მიცემული ვალდებულებების შესასრულებლად დიდ მცდელობას იჩენს. დღეს, ევროპის ქვეყნების ჩათვლით, უფრო უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოების მხრიდან, მსოფლიო მასშტაბით, 125 მილიონი ადამიანზე გავლენის მქონე პრობლემების მოწესრიგებისთვის  პასუხისმგებლობის შესრულება აუცილებელია. თურქეთი მოუწოდებს გაეროს წევრი სახელმწიფოების ჩათვლით საერთაშორისო თანამეგობრობას და საქველმოქმედო სისტემის მხარეებს, შეასრულონ დაკისრებული ვალდებულებები.



მსგავსი ინფორმაციები