პრეზიდენტი ერდოღანი ვაშინგტონში გაემგზავრა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში გაემგზავრა

732422
პრეზიდენტი ერდოღანი ვაშინგტონში გაემგზავრა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ფორუმში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ მონაწილე პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში გაემგზავრა.

პრეზიდენტი ერდოღანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ფორუმის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ფარგლებში სამუშაო სადილს დაესწრო, რის შემდეგაც კერძო თვითმფრინავით "CAN" თურქეთის დროით 09.25 საათზე პეკინიდან აშშ-ში გაემგზავრა.

პრეზიდენტი ერდოღანი ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 16 მაისს პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებს გამართავს.

იგი ამერიკის პრეზიდენტ ტრამპთან გასამართ პირველ პირისპირ შეხვედრაზე რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს.

ვიზიტის ფარგლებში გასამართ უმაღლესი რანგის შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერის ფეტულა გიულენის ექსტრადიციის, სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენების და ტერორთან ბრძოლის საკითხები იქნება განხილული.

ერდოღანი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ბიზნესმენებს.

აშშ-ში პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანთან ერთად ასევე იმყოფებიან იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაღი, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ, ეკონომიკის მინისტრი ნიჰათ ზეიბექჩი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირქი და თავდაცვის მინისტრი ფიქრი იშიქი.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები