პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ხვალ ქუვეითში გაემგზავრება

პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთი თურქული კომპანიის მიერ ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მთავარი მგზავრთა ტერმინალის მშენებლობის საძირკველის ჩაყრის ცერემონიაში

727467
პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ხვალ ქუვეითში გაემგზავრება

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ხვალ, 9 მაისს, ქუვეითში გაემგზავრება.

პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთი თურქული კომპანიის მიერ ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მთავარი მგზავრთა ტერმინალის მშენებლობის საძირკველის ჩაყრის ცერემონიაში. ეს გახლავთ თურქული ფირმის მიერ მარტო მოგებული ყველაზე დიდი ტენდერი.

პრეზიდენტი ერდოღანი ქუვეითის ემირ შეიხ საბაჰ ალ აჰმედ ალ ჯაბირ ალ საბაჰთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც დელეგაციებს შორის შეხვედრაც ჩატარდება.

შეხვედრებზე ქუვეითთან ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებიც იქნება განხილული.

პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი თავის წვლილის შეიტანს „ამჟამად შესანიშნავი ურთიერთობების მქონე“ ქუვეითთან  თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.



მსგავსი ინფორმაციები