ერდოღან-პუტინის შეხვედრა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი და რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმერ პუტინი სოჭში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში პირისპირ შეხვედრამდე სიტყვით გამოვიდნენ

725274
ერდოღან-პუტინის შეხვედრა

ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩასული თურქეთის პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი და რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმერ პუტინი სოჭში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში პირისპირ შეხვედრამდე სიტყვით გამოვიდნენ.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის როგორც ორმხრივი ურთიერთობების ასევე რეგიონალური პრობლემების ფართოდ განხილვის შესაძლებლობა მიეცემათ და დაამატა: „ისეთი პერიოდი დგას, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები გვაკისრია. მჯერა რომ რუსეთისა და თურქეთის მიერ აქ გადასადგმელი ნაბიჯი რეგიონის ბედს შეცვლის.“

პუტინმა კი განაცხადა: „მადლობას გიხდით, რომ ჩვენ მოწვევაზე უარი არ თქვით და სოჭში ჩამობრძანდით. ჩვენი ურთიერთობები ზუსტად ისე ვითარდება როგორც შევთანხმდით. ჩვენს ამ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის და სირიის თაოსნობით აქტუალური საკითხების შეფასების საშუალება მოგვეცემა... პატივცემულო პრეზიდენტო თქვენთან შეხვედრების მსვლელობას, თურქეთ რუსეთის ურთიერთობების სრული ნორმალიზების პროცესის დასრულებს შემდეგ ძალზედ განსაკუთრებული ხასიათი აქვს, რაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში.“

პუტინმა თურქეთში 16 აპრილს საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმის შედეგები პრეზიდენტ ერდოღანს მიულოცა და განაცხადა: „თურქეთის შიდა პოლიტიკური ვითარების წინსვლა, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებაზე დადებითად მოახდენს გავლენას. რადგანაც თქვენთან ერთად მისაღები გადაწყვტილებების დიდი ნაწილი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მათ ჩვენი პარლამენტების მხრიდან დამტკიცება ესაჭიროება.“


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები