პრეზიდენტი ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში იმყოფება

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ჩასულ ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ქვეყნის ცნობილი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

723328
პრეზიდენტი ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში იმყოფება

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ჩასულ ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ქვეყნის ცნობილი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა.

სასტუმრო ტაჯ პალას ნიუ დელიში პრესისათვის გამართულ დახურულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ, ეკონომიკის მინისტრი ნიჰათ ზეიბექჩი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერათ ალბაირაქი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი ნაბი ავჯი და ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრი აჰმედ არსლანი.

პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო თურქეთ-ინდოეთის საქმიან ფორუმში, სადაც სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა: „ინდოეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად საჭირო ყველა ნაბიჯის გადადგმა მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი.“

რ. თ. ერდოღანი მოგვიანებით ინდოეთის პრემიერმინისტრს ნარენდრა მოდის შეხვდება.

ჩატარდება დელეგაციებს შორის შეხვედრა, რის შემდეგაც ხელი მოწერება ორ ქვეყანას შორის შეთანხმებებს.

ჯამილა მილას სახელობის უნივერსიტეტში პრეზიდენტ ერდოღანს საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებენ.



მსგავსი ინფორმაციები