უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის 16 აპრილს გამართული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

722154
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის 16 აპრილს გამართული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სადი გუვენის განცხადებით, რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერი ხმების რაოდენობამ 51,44% შეადგინა, შესაბამისად უარყოფითი ხმების რაოდენობა კი 48,59%-ია.

საბოლოო შედეგების მიხედვით, ქვეყნის შიგნით რეფერენდუმში მონაწილეობა 55 მილიონ 319 ათას 222 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 48 მილიონ 374 ათას 576-მა მიიღო.

ხმებიდან 47 მილიონ 528 ათას 949 ჩაითვალა, 845 ათას 627 კი ბათილად იქნა ცნობილი. არჩევნებში მონაწილეობის დონემ 85.43% შეადგინა.

საზღვარგარეთ კი 2 მილიონ 972 ათას 676 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1 მილიონ 325 ათას 682-მა მიიღო.

ამ ხმებიდან 1 მილიონ 309 ათას 821 ჩაითვალა, 15 ათას 861 კი ბათილად იქნა ცნობილი. არჩევნებში მონაწილეობის დონემ 44, 60% შეადგინა.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე 98 ათას 597-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. მათგან 97 ათას 834 ჩაითვლა, 763 კი ბათილად იქნა ცნობილი. მონაწილეობის დონემ 3.32 % შეადგინა.

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ჩათვლით სამი პოლიტიკური პარტიის მიერ ბეჭდის გარეშე ხმების გამოყენების მოტივით „სრული უკანონობის გამო რეფერენდუმის შედეგების მთლიანი გაუქმების“ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

დასაბუთებულ გადაწყვტილებაში ნათქვამია: „მიცემული ხმები საარჩევნო საბჭოს შეცდომის გამო იგნორირებული ვერ იქნება.“

უმაღლესი საარჩევნო საბჭოს რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ოფიციალურ გაზეთში უკვე გამოქვეყნდა.  



მსგავსი ინფორმაციები