პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 55-ე წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრას დაესწრო

პრეზიდენტი ერდოღანი საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 55-ე წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

722217
პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 55-ე წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრას დაესწრო

პრეზიდენტი ერდოღანი საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 55-ე წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. მან 16 აპრილს გამართული რეფერენდუმის შემდეგ ევროპის თურქეთის მიმართ ქმედებები გააკრიტიკა და დასძინა: „თურქეთი ის ქვეყანაა, რომელმაც დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხზე თავისი სტაბილურობა 15 ივლისს (ფეტულაჰის ტერორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის გადატრიალების მცდელობა) უეჭველი ფორმით დაადასტურა. ამისათვის ევროკავშირის თაოსნობით ზოგიერთ ორგანიზაციასა და სახელმწიფოს 16 აპრილის რეფერენდუმით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის კრიტიკის უფლებას არ მივცემთ. თურქმა ერმა თავისი ნებით გააკეთა არჩევანი. ყველა ვალდებულია პატივი სცეს ამ არჩევანს.“

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ევროსაბჭოს პარლამენტართა ასამბლეაზე მიღებული პოლიტიკური მონიტორინგის გადაწყვეტილების თაობაზე კი აღნიშნა: „მათ მიერ, ვინც საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში არჩევნების ჩატარებაზე ხმა არ ამოიღო, დამატებით გადატრიალების მცდელობის (15 ივლისი) შემდეგ თურქეთის იგივე მეთოდის გამოყენების გამო მონიტორინგის პროცესში აყვანა, ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, სირცხვილია. ისტორია ყველაზე დიდი მსაჯულია. ეს დღეები გაივლის, მაგრამ ყველას სიმართლე და შეცდომები გამაფრთხილებელ დოკუმენტად შემორჩება. თურქეთი იმ გზაზე, რომელს სწორად მიაჩნია, მტკიცედ წინსვლას გააგრძელებს.“



მსგავსი ინფორმაციები