სომალის პრეზიდენტი ანკარაში იმყოფება

სომალის პრეზიდენტი ანკარაში იმყოფება

721295
სომალის პრეზიდენტი ანკარაში იმყოფება

სომალის პრეზიდენტი მუჰამმედ აბდულლაჰ ფერმაჯუ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში იმყოფება. მას  პირველი ოფიციალური დახვედრა თავისმა თურქმა კოლეგამ ერდოღანმა მოუწყო. ოფიციალური დახვედრის შემდეგ მხარეებმა პირისპირ  და  დელეგაციათა შორის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობი და საერთაშორისო საკითხები განიხილეს. მხარეებმა მოლაპარაკებების შემდეგ კულტურის და განვითარების სფეროში მრავალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეხვედრების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ერდოღანმა სომალელ ხალხს 15 ივლისის მოვლენების დროს თურქი ხალხისა და მისი მთავრობის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა, რომ მათი მმართველობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა 2011 წელს გაიმართა და მას შემდეგ დღემდის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაში დიდი წინსვლა დაფიქსირდა. პრეზიდენტმა ასევე აფრიკის ქვეყნების მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უმრავლესობა ქალები და ბავშვები 14 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზე იმყოფება. „მრავალი დასავლური განვითარებული ქვეყნები ამ ჰუმანიტარული ტრაგედიის წინააღმდეგ ორპირულად იქცევიან. ასეთი სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების მდგომარეობისგან თვალის არიდებას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ მათ გვერდში ყოფნას და დასავლეთელებივით არ მოვიქცევით. დედამიწაზე, სადაც ბავშვები შიმშილით კვდებიან, მშვიდობაზე საუბარიც ზედმეტია,“ აღნიშნა ერდოღანმა.  თურქმა ლიდერმა  ასევე აღნიშნა, რომ  „კაცობრიობის იმედი გახდი“  სახელწოდების კამპანიის დაწყების შემდეგ თურქმა ხალხმა დიდი წვლილი შეიტანა და თურქეთის წითელი ნახევარმთვარის, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის სამმართველოს,  თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს და სხვა არასამთავრობოების ხელშეწყობით მრავალ აფრიკულ ქვეყანას დახმარება გაეწია და ეს სამომავლოდაც გაგრძელდება. სომალის პრეზიდენტმა კი თურქეთს და თურქ ხალხს ყოველგვარი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები