პრეზიდენტი ერდოღანი რეფერენდუმის ხმების დათვლის დასრულების შემდეგ სტამბოლში სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი ერდოღანი რეფერენდუმის ხმების დათვლის დასრულების შემდეგ სტამბოლში სიტყვით გამოვიდა

714273
პრეზიდენტი ერდოღანი რეფერენდუმის ხმების დათვლის დასრულების შემდეგ სტამბოლში სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი ერდოღანი რეფერენდუმის ხმების დათვლის დასრულების შემდეგ სტამბოლში სიტყვით გამოვიდა.

ერდოღანის განცხადებით, ერმა თავის მომავალს უპატრონა და ეს იმის მაჩვენებელია, რომ თურქეთს აქვს ძალა ყველა სახის პრობლემა და კრიზისი გადალახოს.

მისი თქმით, თურქეთმა 16 აპრილს მმართველობის სისტემის საკითხთან დაკავშირებით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და კონსტიტუციის 18 მუხლში შესატანი ცვლილებებით ძირეული ცვლილებები იქნება უზრუნველყოფილი.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამ სიტყვით გამოსვლამდე გავრცელებულ წერილობით განცხადებაში კი იმედი გამოთქვა, რომ რეფერენდუმის შედეგები სასიკეთო იქნება მოსახლეობისა და ქვეყნისათვის.

ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალურ მდივანსა და პრემიერმინისტრს ბინალი ილდირიმს, ეროვნული მოძრაობის პარტიის გენერალურ მდივანს დევლეთ ბაჰჩელის, დიდი ერთობის პარტიის გენერალურ თავმჯდომარეს მუსტაფა დესტიჯის და რეფერენდუმის შედეგები მიულოცა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის ისტორიაში პირველად სრულიად სამოქალაქო პოლიტიკის ხელით შეიცვალა მმართველობის სისტემა და დაამატა: „მოკავშირეების თაოსნობით, სხვა ქვეყნების, ჩვებს ქვეყანასთან ურთიერთობების, ტერორთან ბრძოლის თაოსნობით ჩვენთვის სენსიტიური თემების შესაბამისი ფორმით რეგულირებას ველოდებით.“



მსგავსი ინფორმაციები