პრეზიდენტი ანტალიაში სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაგრძელება არ გაგრძელების საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი გაიმართოს

699144
პრეზიდენტი ანტალიაში სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაგრძელება არ გაგრძელების საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი გაიმართოს.

ანტალიაში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა აღნიშნა რომ ევროკავშირის საკითხზე შესაძლოა მაგალითი ინგლისისგან აიღონ და დაამატა: "მოლაპარაკებებისთვისაც შესაძლოა რეფერენდუმის ჩატარების გზა ავირჩიოთ და ჩვენი ერი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს იმ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით."

პრეზიდენტმა სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია pkk-ს მიერ შვეიცარიაში გამართულ დემონსტრაციაზე რომლის სამიზნესაც პირადად იგი წარმოადგენდა, აღნიშნა: "დღეს შვეიცარიის პარლამენტში ხედავთ, ძალზედ რადიკალური ტერორგანიზაციები- პარლამენტი, მიაქციეთ ყურადღება-იქ ჩემს სურათს დებს, გვერდით საფეთქელზე იარაღს მადებს. შეიძლება ასეთი ლოგიკა? ეს ქვეყანა შვეიცარიაა. ამის მსგავსი ბევრია. ახლა მსგავსი ბრექსიტისთვის, მოლაპარაკებებისთვისაც შესაძლოა რეფერენდუმის ჩატარების გზა ავირჩიოთ და ჩვენი ერი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს იმ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით."


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #ევროკავშირი , #ანტალია

მსგავსი ინფორმაციები