ერდოღანმა 8 მარტთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

მან ქალთა მიმართ ძალადობა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულად შეაფასა

686619
ერდოღანმა 8 მარტთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მსოფლიო ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტთან დაკავშრებით მესიჯი გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.  პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად როგორც მთავრობას, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებს და უნივერსიტეტებს დიდი წვლილი მიუძღვის. მან ასევე გასული წლის 15 ივლისს ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) მხრიდან გადატრიალების მცდელობის აღსაკვეთად ქალების მიერ გაწეულ წვლილზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლს არასდროს დაივიწყებენ.  ერდოღანმა თავის მესიჯში იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში გოგონების სწავლა-განათლების რაოდენობამ იმატა და ეროვნულ მეჯლისშიც ქალ პარლამენტართა რიცხვი 3%-ით გაიზარდა.   



მსგავსი ინფორმაციები