თურქეთ-იტალია სავაჭრო ცენტრი

თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი თურქულ ექსიმბანკს და იტალიურ საჯეს შორის

678293
თურქეთ-იტალია სავაჭრო ცენტრი

ეკონომიკის მინისტრის ნიჰად ზეიბექჩის განცხადებით, 2017 წელში, იტალიაში სურთ თურქული სავაჭრო ცენტრის გახსნა.

თურქეთ-იტალიის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომიტეტის სხდომა, ნიჰად ზეიბექჩის და იტალიის ეკონომიკის და განვითარების მინისტრის კარლო კალენდანის თავჯდომარეობით, სტამბოლში ჩატარდა.

თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი თურქულ ექსიმბანკს და იტალიურ საჯეს შორის.

ფორუმზე მოხსენებით გამოსულმა ზეიბექჩიმ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთობლივად წავლენ მესამე სახელმწიფოებში და ერთნაირად მოიძიებენ შესაძლებლობლებებს. „თურქეთი და იტალია არ არიან ერთმანეთის მეტოქე ქვეყნები“, მათ გააჩნიათ ერთმანეთის დამასრულებელი ფუნქციები.

იტალიასთან მიღებული გადაწყვეტილების შესრულება მოხდება უმოკლეს დროში. მოახდენენ სახელდებული პროექტებით კომპანიების ერთად თავმოყრას და ერთმანეთს დამთხვეული პროცესის დაწყებას.

 იტალიის ეკონომიკის და განვითარების მინისტრის კარლო კალენდანის განცხადებით კი, თურქეთი, ევროპის დონეზე ყოველთვის შეიძლება ენდოს იტალიის მხარდაჭერას.  

მისი თქმით, საბაჟო კავშირის სფეროში საჭიროებენ განახლებას, რაც საჭიროებს მოლაპარაკებების პროცესის სწრაფი ტემპით გაგრძელებას.



მსგავსი ინფორმაციები