ერდოღანმა საკონსტიტუციო ცვლილებების შეთავაზება დაამტკიცა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა საკონსტიტუციო ცვლილებების შეთავაზება დაამტკიცა

669974
ერდოღანმა საკონსტიტუციო ცვლილებების შეთავაზება დაამტკიცა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა საკონსტიტუციო ცვლილებების შეთავაზება დაამტკიცა.

პრეზიდენტის პრესცენტრში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ კანონი“ რეფერენდუმზე გასატანად გამოსაქვეყნებლად პრემიერმინსტრის აპარატს გაეგზავნა.

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირმა განაცხადა, რომ თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი 16 აპრილს გაიმართება.

პრემიერმა ნევშეჰირში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, ამის გამო რეფერენდუმის თარიღი დაზუსტდა. 16 აპრილს რეფერენდუმი გამართება. მეჯლის მიერ მიღებული და პრეზიდენტის ხელმოწერილ ცვლილებებს საბოლოოდ ჩვენი მოქალაქეები დაამოწმებენ... უმაღლესი საარჩევნო საბჭო, სავარაუდოდ, 16 აპრილს შესაფერისად მიიჩნევს და 60 დღის განმავლობაში რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში მიიღებს.“  

რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლის შემთხვევაში დეპუტატთა რაოდენობა 550-დან 600-მდე გაიზრდება, დეპუტატად კენჭისყრის ასაკი კი 25-დან 18-მდე შემცირდება.

საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 5 წელიწადში ერთჯერ ერთსა და იმავე დღეს გაიმართება.

პრეზიდენტად არჩეულ პიროვნებას საკუთარ პარტიასთან კავშირი არ შეუწყდება.



მსგავსი ინფორმაციები