ერდოღან-ტრამპის პირისპირი შეხვედრა

ერდოღანი და ტრამპი მაისში ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გასამართ ნატოს სამიტზე, სავარაუდოდ, ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრას გამართავენ

669054
ერდოღან-ტრამპის პირისპირი შეხვედრა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი და აშშ-ს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაისში ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გასამართ ნატოს სამიტზე, სავარაუდოდ, ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

CNN International-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ორი ლიდერის მაისში ევროპაში გასამართ NATO-ს ლიდერების სამიტზე პირისპირ შეხვედრაა მოსალოდნელი“ და დონალდ ტრამპი, რომელიც ყურადღებას ნატოს კრიტიკით იქცევს, ამ სამიტში მონაწილეობას მიიღებს.

NBC News-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ორგანიზაციის მიმართ მწვავე კრიტიკის მიუხედავად ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გასულ თვეში შეხვედრაზე სამიტში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა.

ნატოს თავდაცვის მინისტრები 15-16 თებერვალს გამართავენ შეხვედრას ბრიუსელში.

შეხვედრაზე ყველზე მეტად ყურადღების ცენტრში ამერიკის თავდაცვის მინისტრი ჯიმ მატისი მოექცევა.

სამიტის მთავარი საკითხი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ასევე თურქეთის თავდაცვის მინისტრი ფიქრი იშიქი, იქნება ალიანსის ტერორიზმთან ბრძოლა.

გაზეთ Wall Street Journal-ში თავდაცვის მინისტრთა სამიტის თაობაზე აღნიშნულია: „სამიტი ყურადღების კონცენტრირებას მოახდენს ალიანსის ტერორთან ბრძოლის საკითხთან ერთად სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის, სპეცდანიშნულების ძალებთან მუშაობის გაძლიერების ჩათვლით ტრამპის ხელისუფლებიდან წამოსულ გამოწვევებზე.“

გაზეთში ხაზგასმულია, რომ ტრამპი ნატოზე ტერორთან ბრძოლის საკითხში უფრო მეტი მცდელობის გამოჩენისათვის ზეწოლას ახორციელებს.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #ტრამპი

მსგავსი ინფორმაციები