თურქეთის იურიდიული გამარჯვება

საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 1915 წლის მოვლენების დებულებები და კანონები გააუქმა

660043
თურქეთის იურიდიული გამარჯვება

საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 1915 წლის მოვლენების, ანუ ეგრეთწოდებული სომეხთა გენოციდის უარყოფის კრიმინალად ჩათვლის  და სხვა ზოგიერთი სისხლის დანაშაულების შესაბამისი დებულებები და  კანონები გააუქმა. ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია ის, რომ ისედაც სიძულვილის შესახებ კანონის ხელმეორედ განხილვის საჭიროება აღარ არის. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ეს კანონი სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება  და ძალადობის მომცველია,  ამიტომ მისი ხელმეორედ მიღება დაუშვებელია. კანონის პარლამენტში და სენატში დამტკიცებას თურქეთში და საფრანგეთში მცხოვრები თურქების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც იქ მოქმედმა თურქულმა არასამთავროებმა იგი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლო მსგავს საკითხებს უმეტეს წილად არ განიხილავს რა, ამ საკითხის განხილვა თურქეთის   იურიდიულ გამარჯვებად იქნა შეფასებული. საფრანგეთში მსგავსი საკითხების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებები ექსპრეზიდენტ ნიკოლას სარკოზის პერიოდში შევიდა.



მსგავსი ინფორმაციები