ევფრატის ფარის ოპერაცია

ევფრატის ფარის ოპერაციის 148-ე დღეს, განეიტრალებულ იქნა დეაშის 17 ტერორისტი

654022
ევფრატის ფარის ოპერაცია

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან, სირიის ჩრდილოეთში, ტერორისტების სამიზნეებზე განხორციელებული ევფრატის ფარის ოპერაციის 148-ე დღეს, განეიტრალებულ იქნა დეაშის 17 ტერორისტი.

თურქეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გრძელდება ტერ-ორგანიზაციების წარმოქმნილი საფრთხის თავიდან აცილების, საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების და კოალიციისთვის მხარდაჭერის მიზნით, 24 აგვისტოს დაწყებული სამხედრო ოპერაცია.

148 დღეს  დეაშის 137 პოზიციაზე სროლა განხორციელდა ჰაუბიცის შტურმით და მრავალჯერადი სატანკო სროლით. ლიკვიდირებულ იქნა თავშესაფრები, თავდაცვის ობიექტები, სამმართველო საკონტროლო შენობები და სამხედრო მასალის შემნახველი საკნები.

სამხედრო თვითმფრინავებით დაარტყეს ელ ბაბის და სილფანიჰაჰის 8 პოზიციას. ლიკვიდირებულ იქნა 6 თავშესაფარი, შტაბ-ბინა და ნაღმით დატვირთული მანქანა.

 ოპერაციის დაწყებიდან, ლიკვიდირებულ იქნა სულ 2.945 ხელნაკეთი ასაფეთქებელი და 43 ნაღმი.


საკვანძო სიტყვები: #ევფრატი , #ფარი , #ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები