ევფრატის ფარი
ევფრატის ფარის ოპერაციის 146-ე დღეს, განეიტრალდა DEAŞ-ის წევრი 18 ტერორისტი
![ევფრატის ფარი](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/b138/2595/25bf/58709fb873d22.jpg?time=1718359446)
თურქეთის შეიარაღებული ძალების (TSK) მხრიდან, სირიის ჩრდილოეთით, ტერ-ორგანიზაციების წინააღმდეგ წარმართული ევფრატის ფარის ოპერაციის 146-ე დღეს, განეიტრალდა DEAŞ-ის წევრი 18 ტერორისტი.
თურქეთის გენ-შტაბის ინფორმაციით, გრძელდება DEAŞ-ის ჩათვლით, ტერ-ორგანიზაციების წარმოქმნილი საფრთხის აღმოფხვრის, კოალიციის ძალებისთვის მხარდაჭერის და საზღვრების უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 24 აგვისტოს, სირიის ჩრდილოეთში დაწყებული სამხედრო ოპერაცია.
ოპერაციის 146-ე დღეს, ჰაუბიცის შტურმით და ტანკებით, ცეცხლის ალში მოაქციეს დეაშისთვის განკუთვნილი თავშესაფრების, თავდაცვის პოზიციების, სამმართველო კონტროლის საშუალებების ჩათვლით 180 ობიექტი.
საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი თვითმფრინავებით, დაიბომბა ელ ბაბის რეგიონში ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის 8 პოზიცია და ლიკვიდირებულ იქნა 5 შენობა, ერთი შტაბ-ბინა და ორი დანაღმული მანქანა.
ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის და განადგურების რაზმების მხრიდან, დეაშისგან გაწმენდის და ოპოზიციონერებისთვის მხარდაჭერის ფარგლებში, ლიკვიდირებულ იქნა 6 ხელთ ნაკეთი ასაფეთქებელი (EYP).
ამით, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, კონტროლირებადი ფორმით, ლიკვიდირებულ იქნა 2 ათას 933 EYP და 43 ნაღმი.
მსგავსი ინფორმაციები
![მადრიდში, თურქეთ-ესპანეთის მე-8 მთავრობათაშორისი „ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/3481/182a/3d8b/666ac8d23de36.jpg?time=1718359446)
მადრიდში, თურქეთ-ესპანეთის მე-8 მთავრობათაშორისი „ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა
მადრიდში, თურქეთ-ესპანეთის მე-8 მთავრობათაშორისი „ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა