გენერალურ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მუხლს კენჭი უყარეს

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მუხლმა 343 დადებითი და 133 უარყოფითი ხმა მიიღო

648800
გენერალურ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მუხლს კენჭი უყარეს

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მუხლმა 343 დადებითი და 133 უარყოფითი ხმა მიიღო.

გენერალურ სესიაზე გამართულ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა 480-მა დეპუტატმა მიიღო.

კენჭისყრაზე აღნიშნულ მუხლს 343-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 133-მა უარყოფითი ხმა მისცა, ერთმა თავი შეიკავა, 2 ცარიელი ბიულეტენი იყო 1 ხმა კი ბათილად იქნა მიჩნეული.

საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მუხლით დეპუტატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდა იგეგმება.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აჰმედ აიდინმა მეორე მუხლის შედეგების გამოცხადების შემდეგ შესვენება გამოცხადა და სხდომა დღეს 14 საათზე განახლდება.  



მსგავსი ინფორმაციები