ერდოღანმა აშშ გააკრიტიკა

ერდოღანმა სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD-სთვის იარაღით დახმარების გამწევი ვაშინგტონის მიმართ მწვავე რეაქცია გამოხატა

640294
ერდოღანმა აშშ გააკრიტიკა

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის ცენტრის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD-სთვის იარაღით დახმარების გამწევი ვაშინგტონის მიმართ მწვავე რეაქცია გამოხატა და განაცხადა: „აშშ-ის თაოსნობით ზოგიერთი ქვეყანა სხვადასხვა საბაბის მომიზეზებით ჩვენს რეგიონში უდანაშაულო ადამიანების მკვლელების ღიად დახმარებაზე მიდის. თქვენ ტერორგანიზაციებს ამ რეგიონში ყოველგვარი იარაღით დახმარებას გაუწვეთ და მერე იტყვით რომ იარღს კი არა საბრძოლო სამსალას უგზავნით, უკაცრავად, მაგრამ ჩვენ ამას არ დავიჯერებთ... თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხართ მაშინ ჩვენს გვერდით იქნებით.“

პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში წარმოებულ ოპერაცია ევფრატის ფარს არც ნატო და არც კოალიციის წევრი ქვეყნები დახმარებას არ უწევენ.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები