თავდასხმა რუსეთის ელჩზე

რუსეთის ელჩი ანკარაში, ანდრეი კარლოვი, საღამოს საათებში ერთ-ერთ გამოფენაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა

633726
თავდასხმა რუსეთის ელჩზე

რუსეთის ელჩი ანკარაში, ანდრეი კარლოვი, საღამოს საათებში ერთ-ერთ გამოფენაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა.

თავდამსხმელის ლიკვიდაცია პოლიციამ მოახდინა.

ჯანდაცვის მინისტრი რეჯებ აქდაღი პირადად ჩართულია კარლოვის მკურნალობის პროცესში.

შინაგან საქმეთა მინისტრი, სულეიმან სოილუ კი იმ საგამოფენო ცენტრში მივიდა, სადაც ელჩს ესროლეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებმა თავდსხმის გამო საგანგებო შეხვედრა გამართეს და რუსეთის სათანადო ორგანოებს დაუკავშირდნენ.

ელჩი კარლოვი სამ წელზე მეტია ანკარაში მოვალეობას ასრულებდა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #თურქეთი , #ელჩი , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები