ერდოღანი: „ეს ფაქტი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაფუჭებისკენ მიმართული ღია პროვოკაციაა.“

ერდოღანმა რუსეთის ელჩზე, ანდრეი კარლოვზე განხორციელებული თავდასხმა უმკაცრესად დაგმო და განაცხადა, რომ „ეს ფაქტი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაფუჭებისკენ მიმართული ღია პროვოკაციაა.“

633829
ერდოღანი: „ეს ფაქტი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაფუჭებისკენ მიმართული ღია პროვოკაციაა.“

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა რუსეთის ელჩზე, ანდრეი კარლოვზე განხორციელებული თავდასხმა უმკაცრესად დაგმო და განაცხადა, რომ „ეს ფაქტი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაფუჭებისკენ მიმართული ღია პროვოკაციაა.“

პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, კარლოვის გარდაცვალების შემდეგ ტელეფონით ესაუბრა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს, ვლადიმერ პუტინს, რომელმაც განაცხადა, რომ მათ თავიანთი შესაძლებლობით უნდათ ცხედრის გადასვენება.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეს თავდასხმა საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს მოსკოვში ხვალ განსახორციელებულ სირიის, განსაკუთრებით ალეპოს თემაზე გასამართ შეხვედრამდე მოხდა და დაამატა, რომ თავდასხმის გამოსაძიებლად რუსეთთან ერთად ერთობლივი კომისია შეიქმნება.

ერდოღანმა განაცხადა რომ რუსეთთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთი და მათ, ვისაც ამ ურთოერთობების გაფუჭება სურთ, იმედი გაუცრუვდებათ. თურქეთის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადება როგორც რუსი ასევე თურქი ხალხისათვის სამძიმრის გამოცხადებით დაასრულა.



მსგავსი ინფორმაციები