ერდოღანი ალეპო

ერდოღანის განცხადებით, სირიის ქალაქ ალეპოდან სამოქალაქოების ევაკუაციის თაობაზე შეხვედრა ჩაატარა ობამასთან, პუტინთან და მერკელთან

631611
ერდოღანი ალეპო

 პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის განცხადებით, სირიის ქალაქ ალეპოდან სამოქალაქოების ევაკუაციის თაობაზე შეხვედრა ჩაატარა აშშ-ის პრეზიდენტ ობამასთან, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან და გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან

ერდოღანმა, პრეზიდენტის კომპლექსში, სლოვენიის პრეზიდენტ ბორუთ ფაჰორთან პირისპირი და წარმომადგენელთა ჯგუფებს შორის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე, უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. აღნიშნა, რომ თუ სურთ სირიის პრობლემის გადაწყვეტა უპ. ყოვლისა კონტროლში უნდა მოაქციონ ალეპოს ვითარება. მან, საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური შეხვედრა ჩაატარა პრეზიდენტ პუტინთან, გარდა ამისა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლოს აკვირდებიან პროცესებს.

მან ისაუბრა ალეპოელი სამოქალაქოების და დაჭრილების მთელი თვეების განმავლობაში განვლილ მძიმე დღეებზე და აღნიშნა, რომ მათი, (განსაკუთრებით ბავშვების და ქალების), წყლულების მოშუშებისთვის არ დაიშურებენ ძალისხმევას. განათავსებენ კონტეინერ ქალაქებში ანდა სახლებში.  ყველაფერს იღონებენ.

მაშინ, როცა ზოგიერთი დასავლელი სახელმწიფო აცხადებს, რომ არ მიიღებს არც ერთ ადამიანს, თურქეთი ათასობით გაჭირვებულს მიიღებს და გაუწევს შემწეობა,. იმიტომ, რომ ბეტონის ნანგრევებიდან გამოსული ბავშვების დანახვამ, მას, როგორც მამას, გული ატკინა.

ჩასული დაჭრილების და სამოქალაქოებისთვის სხვადასხვა ინიციატივას იჩენენ იდლიპსა და თურქეთში  კატასტროფის, საგანგებო სიტუაციების (AFAD) და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციები.

გარდა ამისა, მერკელმაც შეხვედრის დროს აღნიშნა, მზად არიან ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ერდოღანმა, იმედი გამოთქვა რომ მართლაც გაუწვდიან დაზარალებულებს დახმარების ხელს.

აღნიშნა, რომ ერაყის და სირიის ვითარება განიხილა აშშ-ის პრეზიდენტთანაც და გააცნო ერაყში, განსაკუთრებით ტელაფერსა და სინჯანში არასასიამოვნო მდგომარეობის წარმოქმნის პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.

ობამა კი, მოწონებით შეხვდა თურქეთის ალეპოელი სამოქალაქოების ევაკუაციას და მნიშვნელოვნად მიიჩნია თურქეთ-აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მუშაობა.



მსგავსი ინფორმაციები