ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

სტამბოლში 10 დეკემბერს საღამოს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

628777
ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ჯანდაცვის მინისტრმა რეჯებ აქდაღმა განაცხადა, რომ სტამბოლში 10 დეკემბერს საღამოს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა.

აქდაღმა განცხადება თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე გააკეთა და დასძინა, რომ სისხლიანი ტერაქტის შედეგად 36 პოლიციელი და 8 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ კი სტამბოლში სწრაფი რეაგირების სამმართველოში იმყოფებოდა, თანამშრომლებს სამძიმარი გამოუცხადა და დასძინა, რომ სტამბოლში მომხდარ ტერაქტზე პასუხი ტერორისტებს უმკაცრესად მოეთხოვებათ.  


საკვანძო სიტყვები: #სტამბოლი , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები