ერდოღანი: პალესტინელთა დაცვა მუსლიმთა საერთო საქმეა

პრეზიდენტი ერდოღანი სტამბოლში გამართულ იერუსალიმის საკითხის პლატფორმაზე სიტყვით გამოვიდა

620608
ერდოღანი: პალესტინელთა დაცვა მუსლიმთა საერთო საქმეა

ერდოღანი: პალესტინელთა დაცვა მუსლიმთა საერთო საქმეა

პრეზიდენტი ერდოღანი სტამბოლში გამართულ იერუსალიმის საკითხის პლატფორმაზე სიტყვით გამოვიდა.

ამონარიდები პრეზიდენტის გამოსვლიდან:

* ჩვენი პირველი ყიბლეს, აქსას მეჩეთის, დაცვა მხოლოდ მუშტებისა და ხელში ქვის მქონე პალესტინელი ბავშვების მოვალეობა არ არის. პალესტინელების დაცვა, იერუსალიმის დაცვა ყველა მუსლიმის საერთო საქმეა.

* ჩვენ ველით, რომ სასწრაფოდ შეწყდეს პალესტინელებზე ამგვარი ზეწოლა და გადაიდგას საჭირო ნაბიჯები ისტორიულად მათი კუთვნილი ტერიტორიების დასაბრუნებლად. მუსლიმთა ლოცვის შემზღუდველი ჰარემი შერიფის სიწმინდის შემლახავ აგრესიულ ქმედებებზე ვერ გავჩუმდებით.

* როგორც მატერიალურად ასევე მორალურად იერუსალიმი მარტო არ უნდა მივატოვოთ. ჩვენ, ისევე როგორც დღემდე, ამის შემდეგაც ყველა შესაძლებლობით გავაგრძელებთ იერუსალიმის მხარდაჭერას. პალესტინის ასაღორძინებლად აქსას მეჩეთის სიწმინდის დასაცავად მთელი ძალით ვიმუშავებთ.

* პალესტინაში არის წყობა, სადაც ყოველდღე ზეწოლა და დევნა მეორდება. ეს უსამართლობა  მთელი მსოფლიოს  თვალწინ ნახევარი საუკუნეა გრძელდება.

* 1 მილიარდ 700 მილიონიანი ისლამური სამყაროსათვის ეს ჭრილობიანი სურათი სანამ არ შეიცვლება, შეუძლებელია საბოლოო მშვიდობის დამყარება. ნათელია, რომ ბევრ პრობლემას საფუძვლად ეს უფლებების დარღვევა უდევს. გაეროს რეზოლუციები ამ უსამართლობის გამოსასწორებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ სისტემაში, სადაც უმაღლესთა სამართალი მოქმედებს, არც ერთი გადაწყვეტილება არ შესრულებულა.   

* 1948 წლიდან დღემდე რეპრესიების, დეპორტაციის, დისკრიმინაციის პოლიტიკა გრძელდება. ვფიქრობ, რომ პალესტინის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოსათვის ლაკმუსის ქაღალდია.

* ახლო აღმოსავლეთის გულში არსებული ამ ჭრილობის განკურნების გარეშე მშვიდობის დამყარება წარმოუდგენელია.

* სახიფათოდ მიმაჩნია ცოტა ხნის წინ ეზანის საკითხზე წარმართული დისკუსიები. ამ კანონმა არა მხოლოდ  პალესტინელი, არამედ ყველა მუსლიმი გაანაწყენა. ისრაელის ხელისუფლებას გადავეცით ამ საკითხზე ჩვენი შეშფოთება და ის სახიფათო შედეგები, რომელიც ასეთი კანონპროექტის დამტკიცებას შეიძლება მოჰყვეს.       

* ახლო აღმოსავლეთში საბოლოო მშვიდობის დამყარებისათვის ერთადერთი გზა 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფო შექმნაა, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება. ამისათვის საერთაშორისო საზოგადოების მიერ პალესტინის მხარდაჭერის გაძლიერება აუცილებელია.

* ამჟამად, სირიაში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს ფაქტები ისევ გრძელდება. ბავშვების, ქალების და მამაკაცების განურჩევლად გრძელდება. სად არის გაერო და რას აკეთებს? ვითმინეთ, მაგრამ საბოლოოდ ვეღარ მოვითმინეთ და იძულებული გავხდით სირიაში თავისუფალი სირიის არმიასთან ერთად შევსულიყავით. ასადის ბატონობისათვის ბოლოს მოსაღებად შევედით ჩვენ იქ. ჩვენ იქ სამართლიანობის დასამყარებლად ვართ.

* მეორე მსოფლიო ომის პირობებში შექმნილი გაეროს უშიშროების საბჭო არსებობს, ახლა პირობები შეიცვალა.  უნდა იყოს უზრუნველყოფილი კონტინენტების ასევე  ყველა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლობა. თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სამართლიანობას დაამყარებს ეს ასე უნდა იყოს. მაგრამ დღევანდელი სახით გაეროსგან მე სამართლიანობას არ ველოდები.

* 15 ივლისს ერმა აჩვენა, რომ თანამედროვე იარაღიც კი უძლურია კაცობრიობას წინააღმდეგ, რატომ? იმიტომ რომ მათ თავი გაწირეს. 248 ადამიანი დაგვეღუპა, 2 ათას 193 დაიჭრა. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ტერორგანიცია FETÖ-მ ამ ქვეყანაში თავის მიზანს ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #იერუსალიმი , #პალესტინა

მსგავსი ინფორმაციები