თავდასხმა დიარბაქირში

PKK-ს მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ერთი თანამშრომელი დაიღუპა

619539
თავდასხმა დიარბაქირში

დიარბაქირში, სილვანის დაბაში, სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

დაბის სუსუზისა და ჩარდაქის უბნებს შორის მოპატრულე უსაფრთხოების თანამშრომლების მანქანას ტერორგანიზაციის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი მათგანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

დაჭრილი დიჯლეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.  


საკვანძო სიტყვები: #დიარბაქირი , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები