თურქ სამხედროებზე თავდასხმა რუსეთის მხრიდან არ განხორციელებულა

ეს თვით პუტინმაც დაადასტურა

619227
თურქ სამხედროებზე თავდასხმა რუსეთის მხრიდან არ განხორციელებულა

თურქეთის ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან ქურთულმუშმა, სირიის ელ-ბაბის რეგიონში თურქ სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადება, დღეს გამართული მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ  გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ 24 ნოემბერს სირიის ელ-ბაბის რეგიონში თურქ სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმა რუსეთის მხრიდან არ მომხდარა. „ეს თვით ბატონმა პუტინმა დაადასტურა.

ეს უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა ყველა საშუალებებითაც დამტკიცდა. საკითხთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგმება“, განაცხადა ვიცეპრემიერმა.

მან ასევე ევროპარლამენტის მხრიდან თურქეთთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება შეაფასა და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება  ევროპის პოლიტიკისთვის საგანგაშოა რა, მათივე ღირებულებებს ეწინააღმდეგება.   

 ქურთულმუშმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თვეში ევროკავშირის ლიდერები გასამართ შეხვედრაზე თურქეთთან დაკავშრებით  გონივრულ პოზიციას დაიკავებენ.



მსგავსი ინფორმაციები