ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ნატოს პარლამენტართა ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე

პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სტამბოლში ნატოს პარლამენტართა ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე

614872
ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ნატოს პარლამენტართა ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე

პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სტამბოლში ნატოს პარლამენტართა ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე, სადაც განაცხადა: „თურქეთი, ტერორგანიზაციებსა და ევროპის თაოსნობით მსოფლიოს დანარჩენს ნაწილს შორის თითქოს კედელივითაა. თუ ჩვენ ამ ბრძოლაში წარუმატებლები ვიქნებით, ანუ ეს კედელი დაინგრევა, ტერორისტები ნიაღვარივით მთელს მსოფლიოს ცეცხლს მისცემენ და სისხლით მორწყავენ. ჩვენ ვამბობთ, რომ მოდით, ეს კედელი დასუსტების მაგიერ გავაძლიეროთ.“

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს მსოფლიოში არავის აქვს იმის ფუფუნება ხანძრის დროს თქვას „კვამლი და ცეცხლი ჩემამდე არ მოაღწევსო“, რადგანაც იგი ადრე თუ გვიან მათთანაც გავრცელდება. ერდოღანის თქმით, ისეთ პერიოდში, როდესაც საფრხის გლობალიზაცია მოხდა და ძალთა ბალანსი შეიცვალა, საჭიროა მოქმედი ორგანიზაციები გადაიხედოს და ამ ფარგლებში ნატო არა მხოლოდ თავდაცვითი ორგანიზაციაა, იგი არის პლატფორმა, სადაც იკრიბებიან დემოკრატიული ფასეულობების განვითარების იდეალების მქონე სახელმწიფოები.  

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა თურქეთში 21 ივლისს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პროცესზე და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობით ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის კვალის წაშლასთან ერთად ტერორისტული ორგანიზაციების ლიკვიდაციისთვის საჭირო ღონისძიებებს ატარებენ.

რ. თ. ერდოღანმა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის მხარდამჭერ, თანადგომის გამომხატველ მეგობარ ქვეყნებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და დასძინა, რომ 15 ივლისის ღამეს თურქეთი და მთელი მსოფლიო ტერორის ახალი სახის, ტერორიზმთან ბრძოლის განსხვავებული ფორმის მოწმენი გახდნენ.

მისივე თქმით, როგორც FETÖ-ს ასევე ტერორგანიზაცია DEAŞ-ის და სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს თაოსნობით კაცობრიობის საერთო ფასეულობების მტრის, ტერორგანიზაციების, წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთს უფრო ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება და ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არ არსებობს თურქეთის გარდა სხვა ქვეყანა, რომელიც მის მსგავს დიდ საფასურს იხდის და კონკრეტულ შედეგებს იღებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ მიზეზით თავისუფალი სირიის არმიასთან ერთად თურქეთი სირიაში შევიდა და მოხსნა ეს მუქარა, ერაყსა და სირიაში თურქეთის მიერ ტერორგანიზაციად გამოცხადებულთა ხელში მეგობარი ქვეყნების მიერ წარმოებული იარაღი ნახეს და ამ იარაღების არსებობა სერიულ ნომრების ჩათვლით დაადასტურეს.

ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ მებრძოლი PYD-ს და YPG-ს ტერორგანიზაციებად არ ამღიარებლებმა ასევე ტერორგანიზაცია DEAŞ-ის  წინააღმდეგ მებრძოლი ელ ნუსრაც საჭიროა ტერორგანიზაციად არ აღიარონ. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას რთული პერიოდი უდგას, თუმცა ეს ის პრობლემები არ არის, რომელთა გადალახვაც არ შეიძლება.


საკვანძო სიტყვები: #ნატო , #პრეზიდენტი , #ერდოღანი , #NATO

მსგავსი ინფორმაციები