ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა ტრამპს

თურქმა პრეზიდენტმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

607606
ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა ტრამპს

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა აშშ-ს ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მიულოცა რა არჩევნებში გამარჯვება, წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობებში.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ როგორც მტკიცე მოკავშირეები, ორი ქვეყნის ურთიერთობები პატივისცემის, ურთიერთ სარგებლიანობის, ურთიერთ ინტერესების და ერთობლივი ღირებულებების საფუძველს ეყრდნობიან და სურთ ეს ურთიერთობები ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში კიდევ უფრო გააღრმავონ და განამტკიცონ.

ამავე ცნობით საუბარმა მეტად გულწრფელ და გაგების ატმოსფეროში ჩაიარა და ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები და კიდევ ანტიტერორისტულ ბრძოლაში ბოლომდის კატეგორიულობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

ერდოღანმა ტრამპისადმი მილოცვის ტექსტი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, აღნიშნულია  თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები