ერდოღანი, HDP, ევროპა

ვერ ხედავენ რა თავიანთ სისხლ მოსვრილ ხელებს, თურქებს ადარებენ ფაშისტებს

607374
ერდოღანი, HDP, ევროპა

პრეზიდენტმა ერდოღანმა, გაიხსენა რა სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) წინა კვირას დაკავებული ერის რწმუნებულების გამონათქვამები, რომ მათ ზურგს უმაგრებს PKK/PYD/YPG თქვა:-„ახლა მოვიდნენ და იმ სეპარატისტულმა ორგანიზაციებმა გიშველონ.

ერდოღანმა, სტამბოლში  MÜSİAD EXPO-ს ფორუმის მოხსენებაში, შეფასება მისცა დღის წესრიგს. აღნიშნა, რომ თურქეთმა შესაძლებლობა მისცა HDP-ს, შესულიყვნენ თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში და პოლიტიკით დასაქმებულიყვნენ. მაგრამ,  მათ დაიწყეს თურქეთის გამომწვევი ქმედებები. შენ არ შეგიძლია ჩემი დასაკითხვად გამოძახებაო. ხელშეუხებლობის გაუქმების შემდეგ, რა თქმა უნდა გამოგიძახებენ დაკითხვაზე. ხელშეუხებლობის გაუქმების დღიდან, შენ უკვე ჩვეულებრივი მოქალაქე ხარ. სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები იძლევიან ჩვენებას და ბრუნდებიან სამსახურში. თქვენც ასე უნდა მოქცეულიყავით, მაგრამ თქვენ პირიქით, აქეთ დაიწყეთ შედავება:-„ჩვენ ზურგს გვიმაგრებს PKK, PYD, YPG. ახლა მოვიდნენ და იმათ გიშველონ.

ერდოღანმა, საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის გასაგონად კონკრეტულად თქვა-„ურცხვად და უტიფრად ამბობენ:-„უნდა გადახედონ თურქეთის ევროკავშირის განხილვებს“

დაგვიანდით კიდეც, უმალვე გადახედეთ, ამითაც არ იკმაროთ და საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანეთ. თურქეთი ღირსეულად ებრძვის ტერორს და ამიტომ უნდა გადახედოთ? ძალიან დაგაგვიანდათ, იმიტომ, რომ ტერორის წინააღმდეგ ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლას.  ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ თუ მოხდება თურქეთის განხილვების შეწყვეტა, მათ გაეგზავნება 3 მილიონი თავშესაფრის მაძიებელი, თქვა ერდოღანმა და დაამატა:-ჩვენთვის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის გაკვეთილების ჩამტარებელ დასავლელ სინდისის პატრონებს, თუ დაუღვრიათ ერთი წვეთი ცრემლი, წლების განმავლობაში ხმელთაშუა ზღვასა და ეგეოსის ბნელ ზღვებში დაკარგული და დაღუპული ათი ათასობით ადამიანისთვის.

 თურქეთის გაკიცხვას არ ერიდებიან ისინი, ვინც ვერ ხედავენ და საჭირო ღონისძიებას არ ატარებენ ვაი-ვაგლახით ევროპაში  ჩასული და ათასნაირი დამცირებების ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. ვერ ხედავენ რა თავიანთ სისხლ მოსვრილ ხელებს, თურქებს ადარებენ ფაშისტებს. 

ერდოღანმა რეაგირება გამოთქვა დასავლეთის ტერორისტებისთვის მფრაველობაზეც და თქვა:-„ერთის მხრივ პკკს ტერ-ორგანიზაციად აცხადებენ,  მეორეს მხრივ ევროპარლამენტის კარს უხსნიან პკკ-ს ლიდერებს, წარმომადგენლებს. განა შეიძლება ასეთი რამ?. ეს არის აშკარა ორპირობა.  ერდოღანმა პატიოსნებისკენ მოუწოდა მათ. აღნიშნა, რომ დასავლეთელი უფლებამოსილები, პრეზიდენტები, პრემიერები, თავიანთ კარს უხსნიან თურქეთიდან გაქცეულ ტერორისტებს. 

მინდა იცოდნენ, რომ ერთხელაც იგი, ბუმერანგივით დაარტყამს თავად მათ, თანაც ძალიან ცუდად.



მსგავსი ინფორმაციები