ერდოღან-პუტინის სატელეფონო შეხვედრა
განიხილეს სირიისა და ერაყის უკანასკნელი ვითარება და ამ ეგიდით აზრთა მი-მოცვლა მოახდინეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში
პრეზიდენტმა რ.თ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. განიხილეს სირიისა და ერაყის უკანასკნელი ვითარება და ამ ეგიდით აზრთა მი-მოცვლა მოახდინეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პრეზიდენტის წყაროების ცნობით, პუტინმა, სირიაში ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მოპოვებული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა თურქეთს.
ორმა ლიდერმა განიხილა ჰალეპში ძალადობის შეწყვეტის და ქალაქისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხიც.
კიდევ ერთხელ გამოთქვეს მტკიცე გადაწყვეტილება თურქეთ-რუსეთს შორის ვაჭრობის, ეკონომიკის და ენერგო სექტორის ჩათვლით ყველა სფეროში ურთიერთობის განვითარების შესახებ.
პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინს, მადლობა გადაუხადა 9-13 ოქტომბერს, სტამბოლის მსოფლიო ენერგეტიკულ კონგრესზე მონაწილეობის გამო.
განიხილა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ბერლინში დღეისთვის ნორმანდიის ოთხეულის (რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთის და გერმანიის) შეხვედრაც.