თურქი ჯარები პკკ-ას ავიწროებენ
გუშინ ლიკვიდირებულ იქნა კიდევ 13 ტერორისტი
![თურქი ჯარები პკკ-ას ავიწროებენ](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/b50c/475b/06b0/58059c144869a.jpg?time=1718408749)
თურქი ჯარები პკკ-ას წინააღმდეგ აგრძელებენ ანტიტერორისტულ ბრძოლას ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში. თუნჯელის ოლქში წარმოქმნილ შეტაკებაში ლიკვიდირებულ იქნა 10 ტერორისტი, ხოლო მათთან ბრძოლაში მსუბუქად დაიჭრა 1 სერჟანტი.
ამ ოპერაციის დროს ხელთ იგდეს ტერორისტების კუთვნილი იარაღები და გაუვნებელყვეს 1 ხელნაკეთი ბომბი.
ბითლისის ოლქის ტატვანის რაიონის სოფელ ანადერეში მიმდინარე ოპერაციის დროს თურქმა ძალოვანებმა ხელთ იგდეს 4 ავტომატური იარაღი, 6 ხელყუმბარა და 4 ხელნაკეთი ბომბი.
მუშის ოლქში კი დააკავეს ტერორიზმში ბრალდებული 8 ეჭვმიტანილი.
კიდევ 3 ტერორისტი კი ლიკვიდირებულ იქნა სიირტის ოლქში. ოპერაციები ხსენებულ ოლქებში გრძელდება
მსგავსი ინფორმაციები
![მადრიდში, თურქეთ-ესპანეთის მე-8 მთავრობათაშორისი „ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/3481/182a/3d8b/666ac8d23de36.jpg?time=1718408749)
მადრიდში, თურქეთ-ესპანეთის მე-8 მთავრობათაშორისი „ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა
მადრიდში, თურქეთ-ესპანეთის მე-8 მთავრობათაშორისი „ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა