ერდოღანი ჩინეთში ჩავიდა

ერდოღანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით ჩინეთში ჩავიდა

564279
ერდოღანი ჩინეთში ჩავიდა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით ჩინეთში ჩავიდა, სადაც ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად დიდი ოცეულის სახელმწიფოებისა და მთავრობების ლიდერთა სამიტს დაესწრება.

პრეზიდენტი ჩინეთში პირველ რიგში სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც გაფართოებულ შეხვედრებს უხელმძღვანელებს.

ლიდერები მოგვიანებით თურქეთსა და ჩინეთს შორის გასაფორმებელი შეთანხმებებისა და პროტოკოლების ხელმოწერილის ცერემონიას დაესწრება.

პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ს პრეზიდენტს ობამასა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს პუტინს შეხვდება.

ერდოღან-პუტინის შეხვედრა თურქეთის დროით 16:15 საათზე დაიწყება.

ერდოღანი ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებსაც შეხვდება. ამ ფარგლები იგი გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს მიიღებს.

პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად ჩინეთში ასევე გაემგზავრნენ ვიცეპრემიერი მეჰმედ შიმშექი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ, ეკონომიკის მინისტრი ნიჰათ ზეიბქჩი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი და დაზვერვის სამსახურის შეფი ჰაქან ფიდანი.



მსგავსი ინფორმაციები