სტამბოლის სრუტის ახალი მარგალიტი, იავუზ სულთან სელიმის სახელობის ხიდი

პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მონაწილეობით, თურქეთის და მსოფლიოს ინჟინერიის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობის მქონე იავუზ სულთან სელიმის სახელობის ხიდი და ჩრდილოეთის შემოვლითი გზა დღეს სპეციალური ცერემონიით იხსნება

560016
სტამბოლის სრუტის ახალი მარგალიტი, იავუზ სულთან სელიმის სახელობის ხიდი

სტამბოლის სრუტის ახალი მარგალიტი იავუზ სულთან სელიმის სახელობის ხიდი

პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მონაწილეობით, თურქეთის და მსოფლიოს ინჟინერიის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობის მქონე იავუზ სულთან სელიმის სახელობის ხიდი და ჩრდილოეთის შემოვლითი გზა დღეს სპეციალური ცერემონიით იხსნება.  

გახსნის ცერემონიას დაესწრებიან პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი, ბაჰრეინის მეფე ისა ბინ სალმან ალ ხალიფა, ბოსნია და ჰერცეგოვინის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაქირ იზზეტბეგოვიჩი, მაკედონიის პრეზიდენტი გეორგე ივანოვი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს პრეზიდენტი მუსტაფა აქინჯი, ბულგარეთის პრემიერი ბოიკო ბორისოვი, პაკისტანის პენჯაბის პროვინციის პრემიერი შაჰბაზ შერიფი, სერბეთის ვიცეპრემიერი რასიმ ლიაჩი, საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სხვა ბევრი ქვეყნის ტრანსპორტისა და ეკონომიკის მინისტრები.

სტამბოლის სრუტის სავი ზღვის მხარეზე აგებული ხიდი ოსმალეთის მეცხრე ფადიშაჰის იავუზ სულთან სელიმის სახელობის იქნება.

მშენებლობა-მართვა-გადაცემის მოდელით აგებული ხიდის მშენებლობა 39 თვეში დასრულდა და მის აგებაზე დაახლოებით 4,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

ხიდი 8 ზოლიანი სახმელეთო გზისა და 2 ზოლიანი სარკინიგზო ხაზისგან შედგება.

იავუზ სულთან სელიმის სახელობის ხიდი 59 მეტრის სიგანით მსოფლიოს ყველაზე ფართო, 1408 მეტრის სიგრძის ღია ნაწილით სარკინიგზო სისტემის მქონე ყველაზე გრძელი დაკიდებულია ხიდია და 320 მეტრზე მეტი სიმაღლით მსოფლიოს ყველაზე მაღალ კოშკის მქონე დაკიდებული ხიდის ტიტულის მატარებელი იქნება.


საკვანძო სიტყვები: #სტამბოლი , #სრუტე , #ხიდი

მსგავსი ინფორმაციები