სანამ ყველა ჩვენგანი უსაფრთხოდ არ იქნება, არც ერთი ჩვენგანია უსაფრთხოდ

იბრაიმ ქალინი DAILYSABAH 20.08.2016

555951
სანამ ყველა ჩვენგანი უსაფრთხოდ არ იქნება, არც ერთი ჩვენგანია უსაფრთხოდ

სანამ ყველა ჩვენგანი უსაფრთხოდ არ იქნება, არც ერთი ჩვენგანია უსაფრთხოდ

იბრაიმ ქალინი DAILYSABAH 20.08.2016

როგორც თურქეთი უჭერს მხარს გლობალური საფრთხის დეაშის წინააღმდეგ ბრძოლას, მისი მეგობრებისა და მოკავშირეების PKK-სა და FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერის მოლოდინი თურქეთისათვის ლეგიტიმურია.  

სისხლიანი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობით წაბარბაცებული თურქეთი ახლა PKK-ს, DAİŞ-ს და ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს მიერ შექმნილი სამი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. იმის გამო, რომ თურქეთის უსაფრთხოება საკუთარი უსაფრთხოებისათვის საკვანძო მნიშვნელობისაა, თურქეთის მეგობრებისა და მოკავშირეების თურქეთის გვერდით დგომა მათ ინტერესებში შედის. ჰიპერმოდერნიზმისა და გლობალიზაციის მთვარი გაკვეთილი ეს არის: სანამ ყველა ჩვენგანი უსაფრთხოდ არ იქნება, არც ერთი ჩვენგანია უსაფრთხოდ.

თურქეთი PKK-ს წინააღმდეგ ათეულობით წელია იბრძვის. წარსულის მცდარი მიმართულების პოლიტიკამ ხელი შეუწყო PKK-ს ტერორის გაღრმავებას და საძირკველი მოუმზადა ქურთული ნაციონალიზმის გამოვლენას. 

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა პრემიერმინისტრობის პერიოდში შეიარაღებული ბრძოლის დასასრულებლად რიგი გაბედული ნაბიჯი გადადგა და დიდი პოლიტიკური რისკი გასწია. ქურთი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ინვესტიციები გაზარდა, აღიარა  ქურთული იდენტობა, გააუქმა ქურთული ენის აკრძალვა და ყველაზე მნიშვნელოვანი ქურთებს თურქი მოქალაქეების მსგავსად თანასწორობისა და ღირსების გრძნობა მისცა.

 „გადაჭრის პროცესის“ მთავარი მიზანი PKK-ს განიარაღება იყო. თუმცა PKK-მ განიარაღების მაგიერ და პატიმრობაში მყოფი ლიდერის აბდულა ოჯალანის მოწოდების მიუხედვად ტერორისტული საქმიანობა გაზრადა, ახალი წევრები აიყვანა და თავდასხმები ქალაქებში გადაიტანა.

ქურთების მომხრე ხალხთა დემოკრატიული პარტია (HDP) „გადაჭრის პროცესის“ დახმარების პირობით პარლამენტში შევიდა. ამის მაგიერ PKK-ს წარმომადგენლად იქცა და PKK-ს ყველაზე საზიზღარი ტერაქტების დაგმობაც კი ვერ გაბედა. HDP-მ PKK-ს განიარაღებისათვის არც ერთი სერიოზული ინიციატივა არ გამოიჩინა. ამის მაგიერ PKK-ს მიმართ კრიტიკის შერბილებისა და ერდოღანზე აუგის თქმის გზების ძიებას მიანიჭა უპირატესობა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მრავალ გარემოებაში განაცხადა, რომ „გადაჭრის პროცესი“ გაიყინა და მისი წინსვლის ერთადერთი გზა PKK-ს მიერ იარაღის დაყრაა. დღეს ირკვევა, რომ PKK-ს მთავარი საზრუნავი ქურთული საკითის მოგვარება კი არა, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია არსებობის ლეგიტიმაზაციაა. არც ერთი დემოკრატია, მაშინ, როდესაც პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების გზას ეძებს, ტერორისტული ჯგუფის არსებობას ვერ დაუშვებს, PKK-ს და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების მიერ ქურთულ პრობლემად წარმოდგენილ რამეს ქურთების ნამდვილ პრობლემებთან კავშირი არ აქვს. პირიქით, თავიანთი დღის წესრიგი ისე წარმოადგინეს თითქოსდა იგი თურქეთის ქურთი მოქალაქეების დღის წესრიგი იყოს. 

ეს, მარტივად რომ ვთქავთ, ჭეშმარიტება არ არის. ჩვენ გაქვს PKK-ს პრობლემა, რომელიც თურქებსაც კლავს და ქურთებსაც. PKK-მ მხოლოდ გასულ კვირაში დიარბაქირში, ვანში, ელაზიღსა და ბითლისში დანაღმული მანქანებითა და გზაზე დამონტაჟებული ასაფეთქებლებით განხორციელებული ტერაქტებით ათობით უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 

თურქეთს, იმის მაგიერ, რომ მოუწოდონ PKK-ს ისე მოექცნენ თითქისდა მზრუნველი და თანამგრძნობი სამოქალაქო ორგანიზაცია იყოს, ევროპა და აშშ ვალდებულები არიან დაინახონ რა არის PKK და მისი ტერაქტები ყოველგვარი „მაგრამ“-ის და „თუ“-ს გარეშე დაგმონ.

სირიაში DAİŞ-ს წინააღმდეგ ბრძოლის სახელით, PKK-ს სირიის ერთობლივი დემოკრატიული ერთობის პარტიის (PYD) და მისი მილიტანური ფრთის, ხალხთა დაცვის გაერთიანების (YPG)  მხარდაჭერა დიდი შეცდომა და სტრატეგიულად მცდარი გაანგარიშება იყო. PKK სირიის შიდა ომს ძლიან მარტივი ფორმით საკუთარი ტერორისტული საქმიანობის გასაგრძელებლად შესანიღბად იყენებს.

სირიის ომი გრძელდება და ბაშარ ასადის რეჟიმი დამასკოში, ალეპოსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას განაგრძობს. მოსახლეობის დევნის ფაქტები ყოველდღიურად ხდება ცნობილი და მსოფლიოს დუმილი სირცხვილის ახალ მასშტაბებს აღწევს. სირიის ომის ორი მხეცი, ასადის რეჟიმი და DAİŞ-ი, ერთმანეთს კვებავენ. სირიის ომის დასრულებამდე DAİŞ-ის საფრთხის სრულად გამანადგურებელი გამოსავალი არ არსებობს და სანამ ასადი გარეთ არ გავა, ეს ომი არ დამთავრდება. სირიასთან 711 კილომეტრიანი საზღვრის მქონე თურქეთი უფრო დიდ ტვირთს ზიდავს. ეს, რა თქმა უნდა, ყველზე დიდი ტკივილის განმცდელი სირიელი ხალხია.   

თურქეთმა DAİŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დანარჩენ მრავალ ქვეყანაზე მეტი გააკეთა. DAİŞ-ის მოწინააღმდეგე კოალიციის წევრობისა და საჰაერო ბაზების კოალიციის თვითმფრინავებისათის გახსნასთან ერთად, თურქეთმა 50 ათასზე მეტი DAİŞ-ს წევრი და/ან DAİŞ-თან კავშირის ქონაში ეჭვმიტანილი პიროვნება დააკავა, ქვეყანა დაატოვებინა ან ქვეყნაში შემოსვლის უფლება არ მისცა. სირიიდან დევნილთა ნაკადის შემოსვლის დროს საზღვრის უსაფრთხოება გაამკაცრა, ამასთანავე საზღვრის გასწვრივ მდებარე ქალაქები DAİŞ-ს სარაკეტო თავდასხმების სამიზნედ იქცა. DAİŞ-მა ამასთანავე ანკარასა და სტამბოლში ტერაქტები მოაწყო და ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა.

ისევე როგორც PKK-სთან ბრძოლაში, თურქეთმა ძალიან ცოტა დახმარება მიიღო. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ საკუთარი უსაფრთხოების გამკაცრებისა და  სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მაგიერ, თურქეთი ევროპის პორტებიდან გასული და იქ ჩასული DAİŞ-ს ტერორისტების ან ეჭვმიტანილების არ დაკავებააში დაადანაშაულა. თუ მათი წარმოშობის ქვეყნები ჯერ იმას არ გააკეთებენ რაც ევალებათ, როგრო ექნება თურექეთს ევროპელ ტერორისტებზე ინფორმაცია? რამდენიმე ტერორისტმა თურქეთიდან დეპორტირების შემდეგ საფრანგეთსა და ბელგიაში ტერაქტები მოაწყო.

DAİŞ-ის დამარცხება შიგნით მოქმედი უფრო ფართო კონტექსტის გარშემორტყმის გარეშე ვერ მოდება. სირიის შიდა ომი და ავღანეთში, ერაყში, ლიბიასა და სხვა ქვეყნებში წარუმატებლობა და სუსტი მთავრობები DAİŞ-სათვის ახალი წევრების შეძენისა და პროპაგანდისათვის საჭირო საძირკველს უზრუნველყოფს. ყველა ამ გაზრდილი გამოწვევის მიუხედვად, თურქეთი DAİŞ-ს წინააღმდეგ პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და სამხედრო ბრძოლას გააგრძელებს.

ბოლოს კი თურქეთი 15 ივლისს ყველაზე ველური ფორმით გამომჟღავნებული FETÖ-ს ტერორიზმის წინაშე აღმოჩნდა. გიულენისტების თურქეთში მასშტატები დიდწილად დანაწევრდა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. გიულენისტებმა, რომლებმაც ქვეყნის შიგნთ საკუთარი ჩაძირვა დაინახეს, ახლა რესურსებს საზღვარგარეთ თურქეთის საწინააღმდეგო კამპანიისათვის იყენებენ.

თურქეთის მეგობრები და მოკავშირეები ევროპაში, აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთში, აზიაში და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ამ კამპანიების წინააღმდეგ ვალდებულები არიან ფხიზლად იყვნენ და ყურადღება მიაქციონ გიულენისტური ორგანიზაციის ბნელ მხარეს.

როგორც თურქეთი უჭერს მხარს გლობალური საფრთხის დეაშის წინააღმდეგ ბრძოლას, მისი მეგობრებისა და მოკავშირეების PKK-სა და FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერის მოლოდინი თურქეთისათვის ლეგიტიმურია.  

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა სახის ტერორიზმის წინააღმდეგ ნათელი და თანმიმდევრული პოზიციის დაკავების გარეშე წარუმატებული ვერ იქნება. გამოთქმს ჩემი ტერორისტის წინააღმდეგ შენი ტერორისტი, მხოლოდ ტერორიტებს აწყობთ.

უსაფრთხოება ყველა ჩვენგანისათვის საკვანძო მნიშვნელობისაა და მხოლოდ ყველა ჩვენგანისათვის არსებობის შემთხვევაში ხდება ფუნქციონირებადი.  

 


საკვანძო სიტყვები: #იბრაიმ ქალინი , #სტატია , #DAILY SABAH

მსგავსი ინფორმაციები