ერდოღანმა ჩკთრ-ის ლიდერი მიიღო

“ანკარა მხარს უჭერს კვიპროსის პრობლემის მუდმივ და ყოვლისმომცველ მოგვარებას“

554199
ერდოღანმა ჩკთრ-ის ლიდერი მიიღო

ერდოღანმა ანკარის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მოუწყო მიღება ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლიდერს მუსტაფა აქინჯის და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც ერდოღანმა თქვა, რომ მხარს უჭერენ კვიპროსზე არსებული პრობლემების მუდმივ და ყოვლისმომცველ მოგვარებას, რომლის შემდეგაც მთლიანად გამოჩნდება კუნძულის ყველანაირი პოტენციალი. თურქმა პრეზიდენტმა ამასთან მადლობა გადაუხადა თავის კვიპროსელ კოლეგას და კვიპროსელ თურქებს ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს მხრიდან 15 ივლისს განხორციელებული პუტჩის მცდელობისას თურქი ხალხის გვერდით დგომის გამო. “სხვათა შორის ჩრდილოეთ კვიპროსმა 21 ივლისს პირველმა აღიარა ფეტულაჰის ორგანიზაცია ტერორისტულად და იგი ამ საკითხში სხვა ქვეყნებისათვის მისაბაძი გახდა“, განაცხადა ერდოღანმა. აქინჯიმ კი მიუსამძიმრა თურქ ხალხს პუტჩის დროს დაღუპულების გამო და ხაზი გაუსვა, რომ 15 ივლისის ღამეს ერდოღანმა ნამდვილი ლიდერის თვისებები გამოიჩინა რა, ამბოხებულთა წინააღმდეგ მთელი თურქი ხალხი დარაზმა. კვიპროსის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას აქინჯიმ თქვა, რომ თუ დაცული იქნება ორივე მხარის თანასწორობა, უსაფრთხოება და თავისუფლება, მაშინ, კუნძულის პრობლემის მოგვარება უფრო ადვილი გახდება   



მსგავსი ინფორმაციები