ჯონ კერი თურქეთში ჩამოვა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ კერი თურქეთში ჩამოვა

545081
ჯონ კერი თურქეთში ჩამოვა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ კერი თურქეთში ჩამოვა.

ვიზიტი, სავარაუდოდ 21 აგვისტოს ან მომდევნო დღეებში შედგება.

თურქეთმა ბოლო პერიოდში ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერის ექსტრადირებისათვის ვაშინგტონზე ზეწოლა გაააქტიურა.

კერის თურქეთში ვიზიტის დროს ექსტრადირების საკითხი იქნება განხილული.

ანკარაში ორშაბათს ვიზიტით ჩამოსულმა ამერიკის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა, რომელიც თავის თურქ კოლეგას ჰულუსი აქარს, ასევე პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმს შეხვდა და 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ღამეს დაბომბილი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი დაათვალიერა, ვიზიტის დროს განაცხადა, რომ FETÖ-ს ლიდერის შესახებ თურქეთის პოზიციას ვაშინგტონის ხელისფლებას გადასცემდა.   

პრემიერმა ილდირიმმა დანფორდს განუცხადა, რომ ამერიკისგან გიულენის ექსტრადირებას ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ორი ქვეყნის ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები წარმოიქმნება.

თურქეთის პრემიერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი კერძო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ამერიკას ამ კამათის დასასრულებლად ოქროს შესაძლებლობა მიეცა. გადატრიალებასთან დაკავშირებულ სახელს თურქეთს გადასცემს და მაშინ ეს კამათიც შეწყდება. ამგვარად, ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის პრობლემა აღარ დარჩება. უმაღლესი რანგის ამერიკელი უფლებამოსილი თურქეთში ვიზიტით ჩამოვა. მოვიდეს და თავად ნახოს.“     


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ , #ჯონ კერი , #ვიზიტი

მსგავსი ინფორმაციები