„თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდგომი ახალი პოლიტიკური კონსესუსი“

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ კალინმა გაზეთ Daily Sabah-ში სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით „თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდგომი ახალი პოლიტიკური კონსესუსი“

544165
„თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდგომი ახალი პოლიტიკური კონსესუსი“

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ კალინმა გაზეთ Daily Sabah-ში სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით „თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდგომი ახალი პოლიტიკური კონსესუსი“, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY)-ს 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით გამოჩენილი საზოგადოებრივი თანხმობა თურქული დემოკრატიის კუთხით ძლიერების წყაროა.

კალინის თქმით, საზოგადოების ყველა წრიდან ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და თავიანთი პოზიცია გამოხატეს, ამას თან ახლა პოლიტიკური პარტიების გამოსვლები და თურქეთში დემოკრატიის მომხრე ეს შეთანხმება აშშ-მა და ევროპამ ვერ შეამჩნია და უფრო მეტიც, პატივი არ სცა.   

პრესსპიკერის განცხადებით, გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ეჭვმიტანილებმა აღიარეს, რომ მითითება ფეტულა გიულენისგან მიიღეს და გადატრიალებას თავად გიულენი ხელმძღვანელობდა და გამოთქვა რწმენა, რომ ამ კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე ვაშინგტონი გიულენის ექსტრადირებას მოახდენს.   

იბრაიმ კალინმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გიულენს ამერიკის იურიდიულ სისტემაში არსებული სიცარიელეებით სარგებლობის უფლება მიეცემა, ეს მხოლოდ თურქეთში ანტიამერიკული განწყობის გაზრდას წაადგება.

მისივე თქმით, დასავლურმა ზოგიერთმა წრემ 15 ივლისს მომხდარის სერიოზულობა ვერ აღიქვა და ეს წრეების იმის მაგიერ, რომ მხარი დაუჭირონ თურქეთს, დაკავებულები არინა იმით, რომ მას დემოკრატიისა და სამართლის გაკვეთილი ჩაუტარონ.   

იბრაიმ კალინი საგანგებო ვითარების ფარგლებში თანამდებობებიდან გათავისუფლებისა და დაკავების ფაქტებს შეეხო და დასძინა: „გიულენისტების სახელმწიფო დაწესებულებებიდან გათავისუფლება 1990 წელში აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანების დროს ცნობლი 'Einigungsvertrag'-ის პროცესისგან ბევრად განსხვავებული არ არის. ამ შეთანხმებით დაახლოებით 500 ათასი აღმოსავლეთ გერმანელი სახელმწიფო მოხელე თანამდებობიდან დაითხოვეს ან ჩამოაშორეს. ექვსი თვის შემდეგ ამ მოხელეების უმრავლესობა სამსახურიდან დაითხოვეს. გაერთიანებიდან მოკლე დროის შემდეგ 88 ათასიანი აღმოსავლეთ გერმანიის არმიის ყველა გენერალი და ადმირალი გაათავისუფლეს. მხოლოდ მცირე ნაწილს დაბალი რანგის სამხედროს მისცეს უფლება ახალი გერმანიის არმიაში გაწევრიანებულიყო. სახელმწიფო მოხელეებთან და სამხედროებთან ერთად მრავალი მეცნიერი, მასწავლებელი, დიპლომატი და ჟურნალისტი გერმანიის სახელმწიფომ აღმოსავლეთ გერმანიის ძველ რეჟიმთან კავშირის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. გერმანელმა უფლებამოსილებმა ეს საგანგებო ზომები გაერთიანებულ გერმანიაზე რბილი გადასვლის პროცესის უზრუნველსაყოფად გაატარეს. თურქეთმა სულ ახლახანს გადაიტანა გადატრიალების მცდელობა და ამჟამად მომაკვდინებელი შედეგებისგან თავის დაღწევას ცდილობს.“  


საკვანძო სიტყვები: #იბრაიმ კალინი , #სტატია , #Daily Sabah

მსგავსი ინფორმაციები