ერდოღანის სამძიმრის მესიჯი

ერდოღანმა, გერმანიის ქალაქ მიუნჰენში, შეიარაღებულ თავდასხმაში მოკლული თურქი მოქალაქეების ოჯახებს ცალ-ცალკე მიუსამძიმრა

536611
ერდოღანის სამძიმრის მესიჯი

ერდოღანმა, გერმანიის ქალაქ მიუნჰენში, შეიარაღებულ თავდასხმაში მოკლული თურქი მოქალაქეების ოჯახებს ცალ-ცალკე მიუსამძიმრა. ჯან ლეილას მამის ჰასანის და დედის სიბელ ლეილას, სელჯუკ ქილიჩის მამის ენგინის და დედას იასემინ ქილიჯის, სევდა დაღის მეუღლის ჰაჯი დაღისთვის გაგზავნილ მესიჯებში, ინციდენტთან დაკავშირებით გამოითქვა მწუხარება.

ერდოღანმა, გუშინ სამძიმრის მესიჯი გაუგზავნა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტს გაუკსაც, მწვავედ დაგმო მუხანათური თავდასხმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ მიუნჰენში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში და გარე უბნებში, შემხვედრ ადამიანებზე გახსნილ ცეცხლს შეეწირა 9, დაშავდა 27 ადამიანი.



მსგავსი ინფორმაციები