საგანგებო მდგომარეობა (OHAL) 2

461 ერის რწმუნებულის მონაწილეობით კენჭისყრაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 346 ხმით

534593
საგანგებო მდგომარეობა (OHAL) 2
ibrahim kalın.jpg

თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა, დაამტკიცა, სახელმწიფოში, 21.07.2016 წლიდან, 90 დღის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკლარაცია.

461 ერის რწმუნებულის მონაწილეობით კენჭისყრაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 346 ხმით. პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა, თავის მოხსენებაში, აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა მიზნად ისახავს, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, დემოკრატიის და ეროვნული ნების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენთა გამოვლენას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით გამოწვეული დანაკარგების ანაზღაურებას, სტრუქტურული პრობლემების გამოვლენას და საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას. მხოლოდ ასე მოხდება, წლების განმავლობაში სახელმწიფოში ჩაბუდებული FETÖ-ს ბანდების გაწმენდა და მათი სამუდამოდ დასამარება. სწორედ ამ მიზნით, მინისტრთა საბჭომ, გუშინდელ სხდომაზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სამი თვით საგანგებო მდგომარეობის გადაწყვეტილება მიიღო.

ვიცე პრემიერის ნუმან ქურთულუშის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პირობები ნორმალურად წარიმართება, საგანგებო მდგომარეობა დასრულდება ერთ, ანდა თვე ნახევარში.

პრეზიდენტის მრჩეველი იბრაჰიმ კალინი სტუმრობდა ერთ-ერთი კერძო ტელე არხს, სადაც აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა (OHAL) უარყოფითად არ იმოქმედებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. იგი, სახელმწიფოს, ახალ შესაძლებლობებს მისცემს უფრო ეფექტური სასამართლო პროცესების და გამოძიებებისთვის.

შეფასება მისცა რა სიკვდილის განაჩენის მოთხოვნებს, აღნიშნა, რომ „სამართლიანი სასჯელი იქნება“



მსგავსი ინფორმაციები