ერდოღანი ობამას ტელეფონით ესაუბრა

“ვაშინგტონმა ექსტრადაციის მოთხოვნა მიიღო“

533048
ერდოღანი ობამას ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებით ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამასთან.

საუბრის დასრულების შემდეგ თეთრი სახლის პრეს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თურქეთის მთავრობის ოფიციალური მოთხოვნა ფეტულაჰ გულენის ექსტრადაციის შესახებ უკვე მიიღეს და ანკარას ყველანაირ დახმარებას გაუწევენ 15 ივლისს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამოძიების საქმეში.

მისივე თქმით ობამამ მწუხარება გამოთქვა პუტჩის გამო და თურქეთს თანადგომა განუცხადა რა, ამასთან გულენის საქმის დეტალურად გამოკვლევას შეჰპირდა



მსგავსი ინფორმაციები