სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ანალიზი

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ანალიზი

531971
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ანალიზი
darbe girişimi ve sonrası1.jpg

მსოფლიო ისტორიაში პირველი შემთხვევა მოხდა, თურქეთში 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას, ქუჩებში და მოედნებში გამოსულმა ხალხმა,  ყველამ,  განურჩევლად  ერისა, რწმენისა და პოლიტიკური ხედვისა, ერთობლივად ჩაახშეს სამხედრო ხუნტა. სახელმწიფო ბიუჯეტით შეძენილი ტანკით, იარაღით და სამხედრო შეიარაღებით სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილმა მოღალატეებმა ყველა ამ შესაძლებლობის ხალხის წინააღმდეგ გამოყენება სცადეს, მაგრამ ხალხი, პირიქით, მათ წინააღმდეგ  აღდგა. 15 ივლისს თურქმა ხალხმა დიდი გმირობა გამოიჩინა. „ჩემი სამშობლოს, დროშას, ჩემს მიერ არჩეულ პრეზიდენტს, პარლამენტს,  ხალხის მიერ არჩეული მთავრობის, რწმენის და ჩვენი ცხოვრების სტილზე ხელს ვერ აღმართავთ,“ ერთხმად განუცხადა ხალხმა მოღალატეებს. გადატრიალების დროს დაღუპული 208 შეჰიდის სისხლი აუღებელი არ უნდა დარჩეს.    მოღალატეები სინამდვილეში გადატრიალებას 16 ივლისის დილის საათებში აპირებდნენ, მაგრამ მათი გეგმა ჩაიშალა და ამიტომ მცდელობის განხორციელება 15 ივლისს საღამოს საათებში დაიწყეს. მუხანათური გეგმა თვით ქვეყნის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საზოგადოებას ტელევიზიის მეშვეობით გააგებინა. პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ბინალი ილდირიმის მოწოდებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და  ხუნტა ჩაახშო.

 

 

15 ივლისის საღამოს გენერალურ შტაბში სროლის ხმა გაისმა და ერთ-ერთი შვეულმფრენიდან გარეთ მყოფებს ცეცხლი გაეხსნათ.

ამის შემდეგ  ანკარის ცის სივრცეში, მთელი საათების განმავლობაში ფრინავდნენ სამხედრო თვითმფრინავები, თანაც ძალზედ დაბალ სიმაღლეზე.

მოკლედ, თვითმფრინავებიდან და სამხედრო ვერტმფრენებიდან ცეცხლი გაეხსნა მრავალ სახელმწიფო შენობას, დაიბომბა მრავალი პოზიციები, ტანკები კი არ ერიდებოდნენ ხალხს.

 ასე რომ, საათობით დაიბომბა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი, გენშტაბი, ეროვნული დაზვერვის ორგანიზაცია, ანკარის უშიშროების დეპარტამენტი, პოლიციის სპეცნაწილების ცენტრი და ასე შემდეგ.

ამის პარალელურად გენ შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი  სახელმწიფო გადატრიალების მცდელი ერთი ჯგუფი პუტჩისტის მხრიდან იქნა გატაცებული  და იმის გამო, რომ ხელი არ მოაწერა „საომარი გადაწყვეტილების ტექსტს“, ქამარი წაუჭირეს ყელში. იმავდროულად, ტექსტი დაიბეჭდა თურქეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ინტერნეტ გვერდში, სადაც ეწერა:   „სამხედრო ადმინისტრაციამ ხელში ჩაიგდო სახელმწიფოს ძალაუფლება“.

იმავე საათებში, ერთი ჯგუფი პუტჩისტის მხრიდან, მიმოსვლისთვის გადაიკეტა სტამბოლის ბოსფორის და ფათიჰ სულთან მეჰმედის ხიდები და ათათურქის აეროპორტი. ერთი ჯგუფი სამხედროს მხრიდან ოკუპირებულ იქნა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის დეპარტამენტი. პუტჩისტები ძალადობრივი ქმედებებით დაემუქრნენ მორიგე პერსონალს და ცოცხალ ეთერში, იარაღის გამოყენებით წააკითხვინეს ერთ ქალ სპიკერს სახელმწიფო გადატრიალების თაობაზე შეტყობინება. მაგრამ, თურქეთის მასშტაბით, თურქული დროშებით ხელში, ქუჩებში გამოსულმა ასი ათასობით მოქალაქემ დაიწყო უარყოფითი რეაქციის გამოთქმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ.

თურქეთის ერთგულმა სარდლებმა მოუწოდეს მოღალატე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელ სამხედროებს, რომ დაბრუნდნენ ყაზარმებში. TRT-ში შესული პუტჩისტების ერთი ჯგუფი ხალხის მხარდაჭერით  დაკავებული იქნა, ერთი ჯგუფი კი გაიქცა. ასე რომ, უმოკლეს დროში მოხდა  ნორმალურ მაუწყებლობაზე გადასვლა. გარდა ამისა სადაზვერვო სამსახურმაც მოკლე დროის შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღმოიფხვრა.  გენ-შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი, რომლის შესახებაც მთელი ღამის განმავლობაში არავითარი ინფორმაცია არ იყო, დილით  გამოხსნილ იქნა სამხედრო ოპერაციის შედეგად. იმავდროულად, გამოქვეყნებულ იქნა  პუტჩისტი სამხედროების მხრიდან მომზადებული ინსტრუქცია.   

მოღალატეების მხრიდან  ეს ინსტრუქცია 15 ივლისს, თურქეთის დროით 15:22 საათზე იქნა წარდგენილი და 3 ფურცლისგან და 20 მუხლისგან შესდგებოდა. ამ ინსტრუქციით 16 ივლისის სისხამზე, კონკრეტულად კი 03:00 საათზე ხელისუფლება უნდა დამხობილიყო და 06:00 საათიდან კომენდატის საათი უნდა გამოცხადებულიყო. ამ პუტჩისტურ ინსტრუქციას ხელს აწერდნენ ბრიგადის გენერალი მეჰმეტ პარტიკოჩი და შტაბის პოლკოვნიკი ჯემილ თურჰანი. ამავე ინსტრუქციით პუტჩისტები თავიანთ თავს ე.წ. “სამშობლოში მშვიდობის საბჭოს“ წევრებად მოიხსენიებენ. ამ ინსტრუქციას თან ახლდა იმ პერსონალის სიაც, რომლებიც უნდა დაესვათ სამხედრო გადატრიალების დასრულების შემდეგ ქვეყნის ყველაზე მთავარი ორგანიზაცია-დაწესებულებების ხელმძღვანელებად

აქ შეიძლება კითხვა დაისვას. კი მაგრამ, მოღალატეებმა რატომ აირჩიეს პუტჩისათვის 15 ივლისი?

საქმე იმაშია, რომ ამ დღეს გადატრიალების მცდელობა გაშიფრულ იქნა ერთი პატრიოტი სამხედროს მხრიდან, რომელმაც მოქმედ ხელისუფლებას აუწყა, რომ 16 ივლისის დილისათვის მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება და ამ მიზნით არმიას ყაზარმებიდან გამოიყვანდნენ. პუტჩისტებმა რომ გაიგეს ამ ინფორმაციის გაჟონვის შესახებ, თარიღი გადმოიტანეს და 8 საათით ადრე დაიწყეს ამბოხი, რაც 15 ივლისის საღამოს 22:00 საათს დაემთხვა. მაგრამ, პირველი არმიის პოზიციამ, პრეზიდეტ ერდოღანის მტკიცე დგომამ და ხალხის ნებამ მუხლებზე დააჩოქინა მოღალატეებს და მათ ვერ განახორციელეს ბინძური გეგმები

პირველი სროლა სპეციალური ძალების სარდლობაში მოხდა, როცა ამ ძალების უმცროსმა ოფიცერმა ტყვია შუბლში მიახალა მოღალატე ბრიგადის გენერალ სემიჰ თერზის, თუმცა უმცროსი ოფიცერი ადგილზევე განგმირეს გენერლის ჯარისკაცებმა

შემდეგში დატყვევებულმა გენერლის ჯარისკაცებმა დაკითხვაზე განაცხადეს, რომ მათ იარაღი პრეზიდენტის დაცვის პოლკში მისცეს.

“ჩვენ გვითხრეს, რომ 15 ივლისს წვრთნები ჩატარდება და ამ მიზნით პრეზიდენტის დაცვის პოლკში წაგვიყვანეს, სადაც კამუფლაჟი და იარაღი დაგვირიგეს“, განაცხადეს დაკითხვაზე დაკავებულმა მოღალატე ჯარისკაცებმა

მოკლედ, თურქეთის შეიარაღებული ძალების რიგებში მომსახურე FETÖ-ს ტერ ორგანიზაციის წევრი ოფიცრების ჯგუფმა  ვერ გაიმარჯვა, ყველა ისინი დაკავებულ ან ლიკვიდირებულ იქნენ და 22 საათის შემდეგ ქვეყანა ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა

ამ ყველაფრის შემდეგ ორი რამ გახდა ცხადი:

პირველი, რომ ხალხის ნების იპოთეკის ქვეშ აყვანა არ შეიძლება,

მეორე, ის, ვინც მშვიდობიან ხალხს და პარლამენტს ბომბავს, არ შეიძლება  მას “თურქი ჯარისკაცი“ ერქვას


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #გადატრიალება , #ანალიზი

მსგავსი ინფორმაციები