კურთულმუშმაც შეაფასა გადატრიალების მცდელობა

“ხალხი იცავს თავის არჩეულ ხელისუფლებასაც და დემოკრატიასაც“

530321
კურთულმუშმაც შეაფასა გადატრიალების მცდელობა

ვიცე-პრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან კურთულმუშმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა  TRT-ს პირდაპირ ეთერში შეფასება მისცა რა სამხედრო გადატრიალების მცდელობას, თქვა, რომ ხელისუფლებამ ხალხის მტკიცე მხარდაჭერით შესძლო მის ჩახშობა.

“წავიდა ის დრო, როცა იარაღის ხელში ამღებები სამხედრო გადატრიალებებს ადვილად აწყობდნენ. ახლა თვით ხალხი იცავს თავის არჩეულ ხელისუფლებასაც და დემოკრატიასაც“, განაცხადა კურთულმუშმა და დაამატა, რომ სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებები ჩვეულ ფორმაში აგრძელებენ ფუნქციონირებას.

მანვე გადატრიალებაში მონაწილე სამხედროებს იარაღის დაყრისა და დანებებისკენ, ასევე საკუთარი ხელისუფლების ერთგულებისკენ მოუწოდა



მსგავსი ინფორმაციები